დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტუმრად მუზეუმში
2016/02/09 18:00:26

ქუთაისს შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ,,ჯადოსნური სამყაროს’’ ბენეფიციარები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმს ესტუმრნენ.

ვიზიტი დღის ცენტრის მიერ,  მუზეუმის დირექციის მხარდაჭერით დაიგეგმა და დავითობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა. პროგრამა ითვალისწინებდა ქვეყნის  კულტურული  მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების გაცნობას. ბავშვების ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო  საქართველოს ტერიტორიაზე  არქეოლოგიური  გათხრების  შედეგად  აღმოჩენილმა ანტიკური პერიოდის ძეგლებმა, ქართული ყოფისა  და კულტურის  ამსახველმა   ნაკეთობებმა, ხელნაწერების კოლექციამ, ოქრომჭედლობის,  ლითონის, კერამიკის,  ტყავის,  მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნიმუშებმა. ექსკურსიამძღოლმა ანა ხუხუამ დღის ცენტრს  ბენეფიციარებს შთამბეჭდავი მეგზურობა გაუწია, ღონისძიების დასასრულს ბავშვების ყურადღება იმერული ოდის ეთნოგრაფიული კუთხისა და ქართულ სამოსის გასაცნობად მიიპყრო.

 

შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ადმინისტაციამ  და ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს მუზეუმის წარმომადგენლებს  საინტერესო მასპინძლობისათვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია