დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანაკლიის საზღვაო პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება
2016/02/09 17:39:32

ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი» განახორციელებს — სამთავრობო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული კომპანია პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მშენებლობის ვადები დაცული იქნება და სულ მალე საქართველოს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ნავსადგური.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს» და ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International»-ს, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის» კონტრაქტორები ასევე არიან საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინერო კომპანია „Moffatt & Nichol» და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხებში „Maritime & Transport Business Solutions»-ი.

ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება.

როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის» წარმომადგენლები აცხადებენ, მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.

 

წყარო: http://agrokavkaz.ge/axali-ambebi/anakliis-sazghvao-portis-mshenebloba-2016-tsels-daitsqheba.html

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9276
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია