დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აჩუქე ადაპტური წიგნი ბავშვთა დღის ცენტრს
2016/02/08 16:46:46

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  ,,ჰუმანისტები’’ წევრებმა ერთი ძალიან კარგი სოციალური კამპანია სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

 

კამპანიას თავისი დევიზი ჰქონდა: –,, აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი ბავშვთა დღის ცენტრს’’. თუმცა, სლოგანის გარდა მისი  ისტორიაც არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია.


რამდენიმე თვის წინ ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ,,ჯადოსნური სამყაროს’’ ზღაპართოთახს მეზღაპრის მანტიით ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე  კლუბის  წევრებთან ერთად ესტუმრა. ამ სტუმრობის შედეგად  რამდენიმე კარგი  იდეა გაჩნდა.


სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს შშმ ბავშვებთან ერთად თოჯინური სპექტაკლი დაედგათ.  სამოქალაქო კლუბმა სპეციალურად სპექტაკლისთვის სკოლაში სცენარების კონკურსი გამოაცხადეს.  გამარჯვებული პიესა ,,ტყის სამართალი’’  გახდა, დაიწყო  ყოვედღიური დამღლელი და ყველაზე თბილი რეპეტიციები დღის ცენტრში.  პრემიერაც მოეწყო  – ბევრი ტაშითა და ოვაციით.  თუმცა, ჰუმანისტები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლნენ. შშმ ბავშვთა დღის ცენტრის საჭიროებების გამოკვლევა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად დღის ცენტის აღსაზრდელებს ადაპტური წიგნები სჭირდებოდათ.


და ახალი კამპანიაც გაჩაღდა – გადაიღეს ვიდეო, https://www.youtube.com/watch?v=tPGoSHTCgkw&feature=youtu.be  facebook-ზე შეიქმნა ღონისძიება სახელწოდებით ,,აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი შშმ ბავშვთა დღის ცენტრს’’.  კამპანიას თითქმის მთელი სკოლა შეუერთდა,  განსაკუთრებით მონდომებით მასში თავად სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე ჩაერთო, ისედაც ქალბატონი ნონა კლუბის ყველა იდეის ყველაზე კარგი მზადამჭერი და  პარტნიორია.


სკოლის ყველა კლასის დამრიგებელი და მოსწავლე ჩაერთო ღონისძიებაში, სამოქალაქო კლუბის წევრებმა სხვა სკოლები და კლუბებიც გამოიწვიეს –ქუთაისის 6, ჩაღლარის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბები  აქციას ქუთაისის №№ 37 , 7 30 საჯარო სკოლები,   არასამთავრობო ორგანიზაცია ,,განათლება და სამყაროსთან’’  არსებული ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის წევრები და სკოლის  მანდატურის სამსახურიც შეუერთდნენ.  


სამოქალაქო კლუბის წევრებმა  საერთო ჯამში 35 ადაპტური წიგნი შეაგროვეს და ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრს ,,ჯადოსნურ სამყაროს’’ გადასცეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია