დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით სერგეენკო: ძუძუს კიბოს მკურნალობა პაციენტს 50 000-ის ნაცვლად 7 000 ლარი დაუჯდება
2016/02/05 17:19:12

საქართველოში წელიწადში ძუძუს კიბოს პირველადი სტადიების 1300 მდე შემთხვევა ფიქსირდება. თბილისის მერიის ეფექტური პროექტით გადაიდგა პირველი ნაბიჯები სამწუხაროდ საქართველოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებასთან, რასაც ძუძუს კიბოსთან ბრძოლა ჰქვია. - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით "მათგან მეოთხე ან მეხუთეს აქვს სპეციფიკური მდგომარეობა, რომლებსაც სჭირდებათ ძვირადღირებული მედიკამენტით მკურნალობა. მაგალითად შარშან, შარშან წინ და მის წინა წლებში ამ მკურნალობის ღირებულება წელიწადში 80 000 ლარამდე იყო. შარშან მედიკამენტის მწარმოებელმა კომპანიამ შეამცირა ფასები და წამლის ღირებულება 50 000 ლარამდე ჩამოვიდა.

სწორედ თბილისის მერიის მიერ ინიცირებული მოლაპარაკებების შედეგად შევძელით ეს პროექტი მთელს საქართველოზე განვახორციელოთ. მედიკამენტის ღირებულება ჩამოსულია 1 115 დოლარის ფარგლებში. წელიწადში კი სამკურნალოდ საჭირო რაოდენობა 12 -13- ია.

ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღირებულების 80% დააფინანსებს და პაციენტებს, რომლებსაც ეს მკურნალობა წელიწადში 50 ათასი ლარი უჯდებოდათ მათ ღირებულება 7 ათას ლარამდე შეუმცირდებათ", - განაცხადა სერგეენკომ.

 

წყარო: http://www.ipress.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16389
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია