დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლას განათლების მინისტრი სტუმრობდა
2016/02/04 15:48:13

დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმი ქუთაისში იმყოფებოდა დ 30–ე საჯარო სკოლაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. სკოლაში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია.

მინისტრთან ერთად სკოლას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე სტუმრობდნენ. სტუმრებს მასპინძლობას უწევდა და იჰფრასტუქტურული პროექტების მიმდინარეობა დაათვალიერებინა ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხეილ გიორგაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ უკვე დასრულებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ღია სპორტული მოედნის მოწყობა, რაც მრავალრიცხოვანი სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დიდი სტადიონი მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებებისა და სპორტის რამდენიმე სახეობაში ვარჯიშის საშუალებას მისცემს. სკოლას ასევე ექნება დახურული სპორტული დარბაზი, რომლის მოწყობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.


 

გასულ წელს, იმერეთის რეგიონში 107 სკოლის რეაბილიტაციაზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. სოფელ ზედა ვანში აშენდა ახალი სკოლა, სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ მუხურაში. მიმდინარე წელს დაიწყება ტყიბულის მე-7 საჯარო სკოლის მშენებლობა, მომზადდება ჭიათურის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის პროექტი, იმერეთის რეგიონის 19 სკოლაში ექიმის კაბინეტი მოეწყო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი მერხებით სკოლების აღჭურვის პროცესი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია