დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილების საარსებო წყაროთი უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრომ საგრანტო პროგრამა გამოაცხადა
2016/02/04 11:55:41

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნის საქართველოს დევნილთა სამინისტრომ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამა გამოაცხადა. 

 

2016 წლისათვის პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 250 000 ლარს შეადგენს.

 

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

 

სასოფლო სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს თანადაფინანსებული გრანტების გაცემის გზით სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების დაფინანსებას, სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვას;

 

თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, როგორიცაა მცირე ბიზნეს ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები.

 

საგრანტო პროგრამა ვრცელდება შემდეგ რეგიონებზე: სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 20165 წლის 7 მარტი.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია