დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ P.S. -ის სიურპრიზი და „ისტორიული“ საჩუქარი ერთგულ მკითხველებს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2016/02/01 21:28:45

 

ორშაბათიდან გაზეთ („პოსტსკრიპტუმის“) ყოველი ახალ ნომერთან ერთად, მკითხველი საჩუქრად მიიღებს გაზეთ P.S.-ის 20-წლიანი ისტორიის ამსახველ სხვადასხვა ნომერს. მთავარი რედაქტორი ამ აქციის შესახებ ასე მიმართავს ერთგულ მკითხველს:


"ჩვენო ძვირფასო და ერთგულო მკითხველო,
თუ ამ წერილს უკვე კითხულობ, მაშინ ჩვენი სიურპრიზიც და ისტორიაც ხელთ გიპყრია. დღეიდან ჩვენი გაზეთის ერთგული მკითხველები ყოველ ახალ ნომერთან ერთად, საჩუქრად ძველ ნომერს ანუ გაზეთ P.S.-ის 20-წლიანი ისტორიის სხვადასხვა ნაწილსაც მიიღებენ. იმ ნაწილს, რომელიც აქამდე სარედაქციო არქივში ინახებოდა და დღეს ახალთან ერთად, კვლავ თქვენი ცხოვრების ნაწილად იქცევა.


ამ სარედაქციო სვეტს დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით ვწერ. ვწერ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ აქცია ზურგი ჟურნალ-გაზეთების კითხვას და სრულად არ ჩაიძირა კომპიუტერულ სამყაროში, ვინც დღემდე ჩვენი გაზეთის P.S.-ის („პოსტსკრიპტუმის“) გულშემატკივარი და ერთგული მკითხველია.
დიახ, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ინტერნეტისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ტრადიციულ ბეჭდურ მედიას მხოლოდ ისტორიის ნაწილად აქცევს და მის სამომავლო პერსპექტივას წერტილს უსვამს. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობენ ჩვენნაირი „ახირებული“ ადამიანები, რომლებიც ჯიუტად, ყოველგვარი შემოსავლებისა თუ ე.წ. გრანტების გარეშე აგრძელებენ ბეჭდური გაზეთის გამოცემას და ერთგულ მკითხველამდე მიტანას.


ამავე დროს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ დროს და ინტერნეტაუდიტორიისთვის ვაკეთებთ ყოველდღიურ საინფორმაციო ინტერნეტგამოცემას www.psnews.ge -ს თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ უარი ვთქვათ იმ ერთგულ მკითხველზე, რომელთაც ნაბეჭდი გაზეთის წაკითხვა სურთ. თანაც, სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, ისიც ფაქტია, რომ ჯერჯერობით საქართველოში მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე...


სწორედ ამიტომ ჩვენი და თქვენი გაზეთი P.S. („პოსტსკრიპტუმი“) , თავისი 20-წლიანი ისტორიით, ძველისა და ახლის შერწყმით, კვლავ თქვენთვის აგრძელებს სიცოცხლეს, რათა ყველამ ერთად, ვისაც გაზეთის ხელში აღება და კითხვა გვიყვარს, თამამად ვთქვათ: „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“

დიდი სიყვარულით,

 თქვენი ნატო გუბელაძე

 

 

გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" ახალ ნომერში კი თქვენ წაიკითხავთ:

 

ჟურნალისტ ნანული ცხვედიანის ფიქრები ქუთაისზე და მისი ახალი წიგნის „გახსოვს ქუთაისო“ მიმოხილვა;


ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტმა პირველი ცვლილება უკვე განიცადა;


რა თანხები იხარჯება გუბერნატორების ადმინისტრაციებში;


სპეციალური ჩანართი „ფერმიდან სუფრამდე“


რამდენად სანდოა წარწერა „დიეტური“ - მომხმარებელზე ზრუნვა თუ მოტყუება?


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია