რადიო "თანამგზავრის” მფლობელი რეჟისორი გოგა ხაინდრავაა. კომპანიამ თბილისში და მის შემოგარენში FM 92,3-ზე მაუწყებლობის ლიცენზია კომუნიკაციების კომისიისგან 2016 წლის 15 იანვარს მიიღო. პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღნიშნული კომპანია არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ მარეგულირებელშიც აღმოჩნდა, რასაც თავად კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საოქმო ჩანაწერებიც ცხადყოფს.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ თბილისში კერძო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2015 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. 10 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე კი ლიცენზიის მაძიებელთა ვინაობა გაირკვა. ესენი იყვნენ: შპს „ტვ სტილი" (100 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი რადიო კომერსანტის დირექტორი გოგა სამუშია), შპს „მომხმარებლების საყურადღებოდ" ("თანამგზავრი”) და შპს „ახალი რადიო (50 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი "რადიო არ დაიდარდოს” წამყვანი ბეგლარ (ბეგი) ლოგუა, 50 პროცენტი - თათია გოგიბერიძე).
sruli statia ixilet: http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/437