დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/29 16:48:08

28-29 იანვარს, ქ. წყალტუბოში,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სემინარი დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის.


სემინარი გახსნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, პაპუნა შენგელაიამ, ხოლო ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


სემინარში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოს რწმუნებული-გუბერნატორის აპარატებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, გუბერნატორის, მერისა და გამგებლის მოადგილეების დონეზე. ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დასავლეთის რეგიონალური ცენტრების ხელმძღვანელებმა.


ორდღიანი სემინარის ფარგლებში, განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და არსებული თანამშრომლობის მექანიზმები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმება და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი, რეფორმები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სფეროში, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირში, რეალობა და მითები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.


სემინარის დახურვაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სერტიფიკატები გადასცა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

 

 

სემინარის მიზანია ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობებში ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობა მოსახლეობის სწორი ინფორმირებისთვის. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია