დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მრავალეროვანი საქართველო“ „გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება
2016/01/28 05:28:50

საერთო სამოქალაქო მოძრაობამრავალეროვანი საქართველოინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელებულიგევორქიანის ცეკვის აკადემიისმიერ ქართული ცეკვის შესრულების ამსახელი ვიდეოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.


Youtube-ზე რუსული სახელწოდებით გავრცელებულ ვიდეორგოლში ნაჩვენებია სომხური ცეკვის აკადემიის ერთ-ერთი საგასტროლო კონცერტის ფრაგმენტი, სადაცდაისისმელოდიაზეცეკვა ქართულისრულდება. ვიდეოში არ ფიქსირდება, რომ ქართული ცეკვა სომხურ საქორწილო ცეკვადაა გამოცხადებული, როგორც ამას ვიდეოს განმთავსებელი სათაურში ამტკიცებს. სამწუხაროდ, ქართულ ინტერნეტ პორტალებსა და სოციალურ ქსელში ვიდეო არმენოფობიური პათოსით გავრცელდა. უამრავმა ადამიანმა დაწერა სიძულვილის ენის შემცველი პოსტი სომხური ეთნოსის მიმართ. გაჟღერდა სტერეოტიპული გამონათქვამებიც.

 

არმენოფობიური ტალღა განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც მსგავსი პათოსით სიუჟეტები ტელესივრცეში გამოჩნდა. ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „20:30“-ის ერთ-ერთი სიუჟეტიც სწორედ ამ თემას მიეძღვნა(22/01/2016), თუმცა ჟურნალისტს არც კი უცდია, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა და მაყურებელი რელურად არსებულ ვითარებაში გაერკვია. სიუჟეტის შინაარსი მთლიანად იმის მტკიცებას დაეთმო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვა და რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ამ კუთხით. ჩვენი დაკვირვებით, შეცდომაში იქნენ შეყვანილი სიუჟეტის რესპონდენტებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ვიდეოში სწორედ ქართული ცეკვა იყო ნაჩვენები. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჟურნალისტის მხრიდან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დარღვევასთან, რადგან, მან სიუჟეტში გამოიყენა გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ფაქტები, რითიც, ერთგვარად ხელი შეუწყო არმენოფობიური დამოკიდებულებების გაღვივებას.


მრავალეროვანმა საქართველომმოიპოვა ვიდეოს მთავარი გმირის,სომხური ცეკვის აკადემიის ხელმძღვანელის ვართან გევორქიანის განცხადება, რომელშიც იგი ქართველებს მიმართავს და განმარტავს, რომ აღნიშული ვიდეო, სახელწოდებითსომხური საქორწილო ცეკვაარც მისი და არც მისი ანსამბლის წევრების გამოქვეყნებული არ არის. გევორქიანი ასევე განმარტავს, რომ მისი ცეკვის აკადემია სხვადასხვა ნაციონალურ ცეკვებს ასრულებს და მათ შორის, პოპულარიზაციას უწევს ქართულ ცეკვებსაც.


მრავალეროვანი საქართველოკატეგორიულად ემიჯნება მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, თუმცა მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელეკომპანია GDS-, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გაშუქებისაგან, მითუმეტეს, თუ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს სიძულვილის ენის გამოყენებასა და არმენოფობიური დამოკიდებულებების გამძაფრებას. ასევე მოვუწოდებთ გადაცემა „20:30“- განმარტოს და დააზუსტოს ფაქტები, რომლებიც აღნიშნულ სიუჟეტში არასწორი კონტექსტით იყო ნაჩვენები და მაყურებელს შესთავაზოს ვართან გევორქიანის განმარტებითი პოზიცია.

 

მარიკა ეფრემიძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7306
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია