დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო ცხოვრება
დავით უსუფაშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/25 00:31:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. 


დავით უსუფაშვილმა ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პოლონეთის, უკრაინისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო დისკუსიაში თემაზე: „უკრაინის ასოცირება ევროპის კავშირში-რეფორმები და მოდერნიზაცია“. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, შეხვედრა პოლონეთის სეიმის სპიკერთან, მარეკ კუხჩინსკისთან გამართა.

 

დღეს დავით უსუფაშვილმა, სპეციალური სტუმრის სტატუსით, პანელურ დისკუსიაში: „აღმოსავლეთ პარტნიორობა-წარმატება თუ მარცხი?“ მიიღო მონაწილეობა.

 

სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს თემატიკა აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების დღის წესრიგშია.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია