დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მდინარე ჩხარაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა
2016/01/22 00:17:53
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, მდინარე ჩხარაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ხიდზე გადაერთო. ეს კი სრულად მოაგვარებს პრობლემას, რომელიც თბილისი–სენაკი–ლესელიძის 206–ე კილომეტრზე, მდინარის ადიდებისას დროებით გზაზე იქმნებოდა ხოლმე. 


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, 15.2 კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, 9 პარალელური ხიდი, 1 გზაგამტარი 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინაბეტონის წყალგამტარი მილები. 

პროექტის ღირებულება 71.1 მილიონ ლარსა და 22.1 მილიონ ევროს შეადგენს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3790
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია