დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეატრის დღე ჭიათურაში გრანდიოზულად აღინიშნა
2016/01/15 12:30:13

14 იანვარი, როგორც თეატრის დღე, ჭიათურაში განსაკუთრებულად აღინიშნა. როგორც ცნობილია, აღნიშნული თეატრი 120 წელზე მეტს მოითვლის.


ქართული თეატრის არაერთმა მოღვაწემ და კულტურის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლობამ ცალსახად აღნიშნა ჭიათურის თეატრის დიდებული ისტორიისა და დღევანდელი პოტენციალის შესახებ.


 ემოციური გამოსვლებიდან ყველაზე გამორჩეული გოგი ხარაბაძის მიმართვა იყო, რის გამოც მას აუდიტორიამ ხანგრძლივი ტაშით სიტყვით გამოსვლა რამდენიმეჯერ შეაწყვეტინა.


 კულტურის მინისტრი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად მაყურებლებსა და თეატრალებს დაჰპირდა, რომ ჭიათურის დრამატულ სახელმწიფო თეატრს აუცილებლად ექნებოდა შესაფერისი სცენა.


 თეატრალური საზოგადოების სახელით გაიცა 18 სხვადასხვა ჯილდო. ყველაზე მეტი ჯილდო გადაეცა თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრის წარმომადგენლებს (სპეკტაკლი „ვინ გატეხა ქოთანი“). ასევე დაჯილდოვდა ჭიათურის თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი ებრაელი იუველირის, მაქს შავიტის მიერ თეატრის წინაშე დიდი დამსახურების გამო. მაქს შავიტმა განაცხადა, რომ მისი სახელოვნებო სკოლა, სახელოსნო და შეგირდები სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას თეატრის შენობის რესტავრაცია-განახლებაში.


 რამდენიმე თეატრალმა ვერ შეძლო ღონისძიებაზე მოსვლა, ამის გამო მათ მისასალმებელი სიტყვა გამოაგზავნეს.


 

ღონისძიება გახსნა ჭიათურის თეატრის პერფორმანსმა, შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდა დაჯილდოებისა და ვოკალურ-ინსტრუმენტული მომენტები. ბოლოს გაიხსნა ჭიათურის თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობის როდერ ჩაჩანიძის ვარსკვლავი. 

 

ელისო ხოჯანაშვილი


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია