სუმელას უნიკალური მონასტერი ლაზეთში, 1200 მეტრის სიმაღლის მთაზე მდებარეობს და 386 წელს დაარსდა. ზაფხულში იქ მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი, რადგან ვიწრო გზებია და ტრანსპორტი ვერ ახერხებს გადაადგილებას. რაც შეეხება ზამთარს, იქ მისვლა წარმოუდგენელია.
ბერები მონასტერში მეცხრამეტე საუკუნიდან ცხოვრობენ, თუმცა კლდეში ნაკვეთი ქალაქი როგორც ზევით დავწერეთ, თავის ისტორიას მე-4 საუკუნიდან ითვლის.
მას ხშირად ვარძიასაც ადარებენ და არსებობს ვერსია, რომ "სუმელა" ლაზურად სამებას ნიშნავს. მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა სამონასტრო მხატვრობა მე-13 საუკუნით თარიღდება. ამ პერიოდში მოღვაწეობდა ყველაზე მეტი ქართველი ბერი ტაძარში. მოგვიანებით, როდესაც თურქეთში მართლმადიდებლური სარწმუნოების შეზღუდვა დაიწყო, ამან ტაძარზეც იქონია გავლენა და მსახურება შეჩერდა.
ბერების საცხოვრებელი მე-19 საუკუნეში აიგო. მე-20 საუკუნეში კი სამონასტრო ცხოვრება შეჩერდა. ბოლო რამდენიმე წელია 15 აგვისტოს, ბერძნული კალენდრით მარიამობას, უამრავი მომლოცველი სტუმრობს ტაძარს და წირვა-ლოცვა აღევლინება.
სხვა დღეებში კი ტაძარში სანთლის ანთებაც კი აკრძალულია. მხოლოდ მონასტერთან შემორჩენილ ბაზილიკაზე შეუძლიათ მომლოცველებს სანთლის ანთება.