დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როკოს ბლოგი
ფეის კონტროლი საჩხერულად ანუ დაექვითება თუ არა ხელფასი კულტურის სამსახურის წარმომადგენელს?!
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2016/01/12 23:51:38

გასული წლის ბოლოს ყურადღების ქვეშ მოექცა საჩხერის მუნიციპალიტეტი იმით, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაჯილდოვდა ფრიად უცნაური სიგელით, რომელსაც ხელის მოუწერლად ადასტურებდა გამგებლის მოადგილე. სოციალურ ქსელში ამ სიგელის ფოტოასლის გამოქვეყნებამ ნეგატიური განწყობა გამოიწვია, თუმცა ნეგატივი ორმხრივი აღმოჩნდა: ერთნი გაოცებულნი იყვნენ ამ სიგელის შინაარსით, მეორენი _ ფოტოპირის გამოქვეყნების გამო აღელდნენ.


სამუშაო დროის არასამსახურებრივად გამოყენება დასჯადია, ეს ნორმა ალბათ საჩხერეშიც ძალაშია, თუმცა ვერ გეტყვით, გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი ზურაბ თურმანიძე მოხვდება თუ არა შრომითი დისციპლინის დამრღვევთა ნუსხაში. როგორც მაცნობეს, ბატონი ზურაბი ვერ ფლობს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, მით უფრო, კომენტარის რედაქტირება უნდა გასჭირვებოდა, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.  სავარაუდოდ, მას ეხმარებოდა ასევე გამგეობის რომელიმე თანამშრომელი, ანუ მინიმუმ ორი პერსონა სამსახურებრივ დროს ფლანგავდნენ! გთავაზობთ უცვლელად ბატონი ზურაბის კომენტარს (რამდენიმე შეცდომის მიუხედავად):


როლანდ, ჩემო ძვირფასო, ადამიანიც შეიძლება იყოს მოვლენა, თუ იგი კეთილი საქმისათვის არის მოვლენილი, რასაც, შენი საქციელ(ებ)ის გამო, შენზე ვერ ვიტყვი. შენგან საქილიკოდ გახდილ შემთხვევაშიმოვლენაარის მხოლოდ ნომინაცია, ჯილდოს მფლობელი კი ამმოვლენისდამფუძნებელი. საჩხერის მოძულეობას არავინ გაბრალებს, ამას, უბრალოდ, იმსახურებ.საჩხერის გამგეობაში, ალბათ, არა, მაგრამსაცხაკი ეყვარებით მაგ ბინძრი ანეგდოტის გამო -ალხანას ჩალხანა არ დაელევა. გირჩევთ, ნუ აყენებ ქარიშხალს ჭიქა წყალში. ნურც შავ კატას დაეძებ ბნელ ოთახში, მით უმეტეს, როცა ის იქ არ არის.


 საკმაოდ კორექტული იყო ჟანა შუკაკიძე (მისი სამსახურებრივი წოდება ჩემთვის უცნობია), მაგრამ გასაოცარი იყო ,,საინფორმაციო სააგენტოდ“ წოდებული ექაუნთის (ფეისბუქანგარიშის) გამოხმაურება: „შენ ვინ უნდა მონიშნო შენ თვითონ ვაზელინის ფორმულა ხოჯანაშვილო“ (სტილი აქაც დაცულია) და გასაოცარი ისაა, რომ მას ინფორმაციაში მითითებული აქვს, რომ „ქუთაისი თუდეის“ ჟურნალისტია! ალბათ მას ან ყალბად აქვს მითითებული პროფესია და დასაქმების ადგილი, ან ძალიან შორსაა პროფესიონალიზმისაგან. ეს ნამდვილად არაა ასაღელვებელი, ასაღელვებელი ისაა, რომ აშკარაა „ბრეჟნევის სინდრომის“ დიდი სიჩქარით განვითარება.


 ბოლოს დავუმატებ, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ძალისხმევის შედეგია ბევრი პროექტის დროული და ხარისხიანი დასრულება, მაგრამ ამის გამო პანეგირიკში ნუ ჩაცვივდებიან საჯარო მოხელეები, მათ ხელმძღვანელის ქებისა და ჩემი ფეისბუქგვერდის კონტროლის გარდა კიდევ ბევრი საქმე აქვთ! ეგებ ბატონმა თურმანიძენ თავს იდოს კვერეთში აკაკი წერეთლის ახლო ნათესაცების საფლავების გასუფთავება-დაცვა და არა ჩემი შეფასება! ამაზე არაერთხელ მითქვამს და დეტალებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას.


 გავახსენებდი ბატონ თურმანიძეს ერთ შემთხვევას, რომელიც საჩხერის კულტურის ცენტრის წინ მოხდა, მაგრამ ამით მკითხველს არ გადავღლი ამ ჯერზე, მხოლოდ ჟურნალისტებთან კინკლაობას არ ვურჩევ, რადგან მედიაში დასაქმებულების შრომითი მომავალი ინფორმაციის სწორად გაჟღერებაზე დამოკიდებული, ხოლო თურმანიძისა  _ ნამდვილად არ ვიცი!

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია