დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტმა ქუთაისელ პატარებს საახალწლოდ "სათაგური"-თ უმასპინძლა...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/09 19:21:53

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და პარლამენტის წევრებმა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ აღსაზრდელებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში უმასპინძლეს. პარლამენტის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. 


თეატრში მოწვეულმა 750-მდე ბავშვმა და ახალგაზრდამ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით დადგმული საახალწლო სპექტაკლი „სათაგური“ ნახეს. საახალწლო სპექტაკლის შემდეგ, მათთვის სპეციალური მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ სპექტაკლის მსახიობებს. ზღაპრის გმირებმა და თოვლის ბაბუამ კი მათ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული საჩუქრები და მისალოცი ბარათები გადასცეს. თითოეულ მისალოც ბარათს ხელი პირადად მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. მან ბავშვებს შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და ჯანმრთელობა, წარმატება და ნატვრების ასრულება უსურვა. დავით უსუფაშვილმა ბავშვებს ყურადღება გაუმახვილა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზეც. „დავდოთ პირობა, რომ კვირაში ერთხელ ვაჟა-ფშაველას ერთ ნაწარმოებს აუცილებლად წაიკითხავთ", - მიმართა ბავშვებს დავით უსუფაშვილმა. თავმჯდომარესთან ერთად ახალი წელი ბავშვებს პარლამენტის წევრებმა და იმერეთის რეგიონის რწმუნებულმა გივი ჭიჭინაძემ მიულოცეს.


პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ქალაქ ქუთაისის მერიას, პარლამენტის წევრებს, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის ხელმძღვანელობას და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს, ასევე, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ღონისძიებაში მონაწილეობდა. 



პარლამენტის საახალწლო ღონისძიებას საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდის - „ბრეს საქართველო“, ასოციაციის - „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“, აიპ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის - „თაირისი“ და „ხიდი“, ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის - „ჯადოსნური სამყარო“, საქველმოქმედო ფონდის - „საქართველოს კარიტასი“, აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირის - „ჰერა“ აღსაზრდელები და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ესწრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12926
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია