დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
საახალწლო სპექტაკლი საქართველოს პარლამენტისგან ქუთაისელი ბავშვებისთვის
2016/01/08 18:57:34

 

9 იანვარს, 14:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ

თეატრში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის

წევრები იმერეთის რეგიონში მცხოვრებ, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ

აღსაზრდელებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს

ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით დადგმულ საახალწლო სპექტაკლ „სათაგურზე“

უმასპინძლებს.

 

სპექტაკლს 750-მდე ბავშვი და ახალგაზრდა დაესწრება, რომელთაც

პარლამენტისგან საახალწლო საჩუქრები და მისალოცი ბარათები დაურიგდებათ.

 

ყველა პატარასთვის განკუთვნილ მისალოც ბარათს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ხელი პირადად მოაწერა.

 

საახალწლო სპექტაკლის შემდეგ, დრამატულ თეატრში მოწვეული ბავშვებისთვის

სპეციალური მიღებაც გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ

სპექტაკლის მსახიობებს, ზღაპრის გმირები კი მათ საქართველოს პარლამენტის მიერ

მომზადებულ საჩუქრებს გადასცემენ.

 

იმერეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებას საქველმოქმედო

ჰუმანიტარული ფონდის - „ბრეს საქართველო“, ასოციაციის - „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“, აიპ

განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის - „თაირისი“ და „ხიდი“, ქუთაისის

შშმ ბავშვთა დღის ცენტრის - „ჯადოსნური სამყარო“, საქველმოქმედო ფონდის -

„საქართველოს კარიტასი“, აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირის - „ჰერა“

აღსაზრდელები და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დაესწრებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12837
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია