დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ალილო" ქუთაისში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/07 17:36:11

დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულია, გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს და უფლის წყალობას გისურვებთ!


შობის აღნიშვნა დილიდან მართლმადიდებლურ ტაძრებში  საზეიმო ღვთისმსახურებით დაიწყო და  საქართველოს ქალაქებში ტრადიციული ალილო“-თი გაგრძელდა.

 

ქუთაისში შობის აღნიშვნა მახარობლებმა დილიდან მსვლელობით დაიწყეს. ალილოს მონაწილეეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ქუთაისელებს შობის დღესასწაული  იმერეთის გუბერნატორმა, მერის მოადგილეებმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს.


ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და დღესასწაულს ადგილობრივ მოსახლეობას ულოცავენ.

 

 

დღის განმავლობაში შეგროვებული სურსათ-სანოვაგე დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია