დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ვარდის ზეთის წარმოება იწყება
2015/12/30 12:27:31

“იუპიტერს რომ სურდეს ყვავილების დედოფლის არჩევა, ვარდი იქნებოდა დედოფალი.. მიწის  ჩუქურთმა, მცენარეთა შორის გამორჩეული, ყვავილთა თვალი, მდელოთა მინანქარი....“, - ასე უმღეროდა ბერძენი პოეტი-ქალი საფო ყვავილს, რომლის კულტივაცია ადამიანმა ჯერ კიდევ 5 000 წლის წინ დაიწყო. დღეს ვარდის ესენცია სუნამოებში ყველაზე ხშირად  (დაახლოებით, 75%-ში)  გამოიყენება. თუმცა, სურნელზე არანაკლებ დაფასებულია ყვავილის უნიკალური თვისებები: ვარდის ზეთი 370-მდე მიკრობიოლოგიურ ელემენტს შეიცავს  და კანის გაახალგაზრდავების, ანთების საწინააღმდეგო, ანტიდეპრესანტისა და ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგების  უნარიც კი გააჩნია.

 

სასარგებლო თვისებების  გამო ვარდის  ზეთი  საკმაოდ  ძვირია: 1 კგ-ს ღირებულება, ადგილწარმოშობის მიხედვით, 7 000-10 000 დოლარს აღწევს, განსაკუთრებულად ფასობს, თუ ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია.


ათასობით სახეობიდან  კომერციულად ღირებული მხოლოდ სამი ჯიშის ვარდია - Rosa damascenа (დამასკოს ვარდი) , Rosa centifolia  და Rosa gallica  (მაისის ვარდი).

 

„დამასკოს ვარდის“ კულტივაციას ბულგარეთსა და თურქეთში მისდევენ,  „გალიკას“ კი - მაროკოში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და მცირე რაოდენობით - საფრანგეთში. თუმცა, მსოფლიო ბაზარს, თითქმის 100%-ით, ორი ტრადიციული მწარმოებელი -  ბულგარეთი (40%)  და თურქეთი (60%) - ინაწილებს.

 

მოკლე ისტორია

მე-16 საუკუნეში  ოტომანმა ვაჭრებმა დამასკოს ვარდი ბულგარეთში,   ახლადდაარსებულ ქალაქ  კაზანლიკში შეიტანეს. ეს რეგიონი მსოფლიოში ყველაზე ნატიფი ვარდის ზეთის მწარმოებელი ადგილი გახდა (დღეს „ვარდების ხეობას“ უწოდებენ). მე-19 საუკუნეში ბულგარეთი ვარდის ზეთის საერთაშორისო ბაზარზე მონოპოლისტი იყო. მეორე მსოფლიო ომის, სოციალ-პოლიტიკური ცვლილებებისა და სექტორის ნაციონალიზაციის შედეგად წამყვანი  პოზიცია  დაკარგა, მისი წარმოება სტაბილურად შემცირდა და თურქეთმა ჩაანაცვლა.

 

ბულგარეთი წელიწადში 1,5 ტონა ვარდის ზეთს აწარმოებს, ვარდის პლანტაციების ფართობი კი 3800 ჰა-ს აჭარბებს.

 

იმის გამო, რომ ბულგარული ვარდის ზეთი ყველაზე ძვირია, ხშირად ხდება მისი ფალსიფიკაცია.  პროდუქციის  დასაცავად ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქციის სტატუსი მიენიჭა. აპლიკაციის პროცესის დასრულებას ბულგარელები 9 წელს ელოდნენ.

 

რაც შეეხება თურქეთს,  ის 1,5 ტონა ვარდის ზეთსა და 7 ტონა კონკრეტს (პროდუქციის სახეობა)  აწარმოებს, ვარდის პლანტაციების ფართობი კი 2600 ჰა-ს აღწევს. პლანტაციები, ძირითდად, ანატოლიაში, ქალაქ ისპარტას მახლობლად მდებარეობს.

 

ვარდის ზეთის ექსპორტმა თურქეთიდან 2012 წელს 12 მილიონ დოლარს გადააჭარბა,  მყიდველები კი საფრანგეთი, გერმანია , შვეიცარია, აშშ, იაპონია და ჩინეთია.

 

სრული სტატია იხილეთ ამ ბმულზე http://eugeorgia.info/ka/article/338/saqartveloshi-vardis-zetis-warmoeba-iwyeba----surnelovani--biznesis-perspeqtivebi/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია