დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ახალი წლის ჯადოსნური ღამე“
2015/12/26 06:46:36

სსიპ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2015 წლის 21 დეკემბერს ჩატარდა საახალწლო ღონისძიება სახელწოდებითახალი წლის ჯადოსნური ღამე“, I სა და V კლასების მონაწილეობით. (კლასის დამრიგებელი: ინგა მეტონიძე, თამთა გაჩეჩილაძე)


ბავშვები საახალწლო განწყობით მოვიდნენ სკოლაში და საუკეთესო წუთები აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. მათ საინტერესო საახალწლო ღონისძიება მოაწყვეს.


მოსწავლეებმა გაინაწილეს პასუხისმგებლობა, წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, მოიძიეს ინფორმაცია ახალ წელზე, სიკეთეზე, მეგობრობაზე, რწმენაზე და ერთიანობაზე. იყო სიმღერა, ცეკვა და მხიარულება. საკუთარი ხელებით შექმნენ საახალწლო განწყობა სააქტო დარბაზში. ღონისძიებაზე კარგად წარმოჩინდა მოსწავლეთა სხვადასხვა შემოქმედებითი უნარები. ჩამოუყალიბდათ გუნდური და უფროს-უმცროსებთან მუშაობის ჩვევები. საახალწლო ზეიმმა დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა განწყობაზე. დაეხვეწებათ საჯაროდ გამოსვლის უნარები. სახალისოდ და წარმატებულად ჩატარებულმა ღონისძიებამ კმაყოფილი დატოვა როგორც ბავშვები, ასევე მათი მშობლები და სტუმრები.

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია