დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტოლერანტობა - უპირველეს ყოვლისა!"
2015/12/25 21:12:16

ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-11 კლასში (დამრიგებელი ქალბატონი ინგა ხაჟომია) ჩატარდა კლასის საათი თემაზე: ,,ტოლერანტობა - უპირველეს ყოვლისა!"
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები , ასევე კედლის გაზეთები, სლაიდ-შოუები, სიღრმისეული ინფორმაციები მიაწოდეს მსმენელებს, დაამზადეს ბროშურები, გადაიღეს ფოტოები,რომლებიც პირდაპირ კავშირში იყო თემასთან. მოსწავლეებმა იმსჯელეს და საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს : რა არის ტოლერანტობა? რა შეადგენს მის ძირითად საფუძვლებს? რისთვის არის საჭირო ? და .. 
ჩვენ, ხალხი, ვალდებულნი ვართ ვცეთ პატივი ადამიანის თავისუფლებას, ზოგად უფლებებსა და არა რომელიმე კონკრტულ არჩევანს!
1.
თავისუფლება
2.
შემწყნარებლობა
3.
თანასწორობა
4.
არჩევანი
5.
პატივისცემა
ტოლერანტობა არის გააზრება იმისა, რომ ადამიანი ადამიანია და ის წარმოადგენს კაცობრიობას
ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ..“
თანაგრძნობა და ტოლერანტობა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანია.“
არატოლერანტი ადამიანი არ იბადება, შევუშალოთ ხელი სიძულვილს ყველაზე დიდი სიკეთით.“
ტოლერანტობა და სოლიდარობა ნათელი მომავლის გარანტიაა.“
ტოლერანტობა გულისხმობს კომპრომისს, მაგრამ არა - უპრინციპობას ანუ როგორც ნეტარი ავგუსტინე იტყოდა : „მთავარში - ერთობა, საკამათოში - თავისუფლება, ყველაფერში - სიყვარული.“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია