დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ არის და რა ქონებას ფლობს გიორგი კვირიკაშვილი? - დეტალები ახალი პრემიერის ბიოგრაფიიდან
2015/12/25 15:36:26

გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2015 წლის სექტემბერში დაიკავა. მანამდე ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. მან ამ პოსტზე ვერა ქობალია 2012 წელს შეცვალა და სამი წლის მანძილზე უძღვებოდა ეკონომიკის სამინისტროს. კვირიკაშვილი ასევე არის ვიცე-პრემიერი 2013 წლის 26 ივლისიდან.

პრემიერობის კანდიდატი ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელია ფინანსებში. მანამდე კი მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში. მას ასევე აქვს ბაკალავრის ხარისხი მედიცინაში.

რაც შეეხება კვირიკაშვილის სამუშაო გამოცდილებას, მან 1993 წელს დაიწყო მუშაობა დოკუმენტური სავაჭრო ოპერაციების ოფიცრად "გაერთიანებული ქართულ ბანკში". 1996 წელს ის უკვე  ამავე ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.

1996-1997 წლებში კვირიკაშვილი იყო Trade Invest Bank - გენერალური დირქტორის მოადგილე. 1998 წელს კი „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ბიზნესის განვითარებისა და ფილიალების ქსელის მართვის დირექტორად და აქტივ-პასივების მართვის განყოფილების დირექტორის მოადგილედაც იმუშავა. 

1999 წელს გიორგი კვირიკაშვილი სამუშაოდ სახელმწიფო კანცელარიაში გადავიდა. ის ფისკალური, მონეტარული და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. 1999-2003 წლებში იგი იყო საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

2004-დან 2006 წლამდე იგი „ტაოპრივატბანკის“ აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტად მუშაობდა. 2006 წლის თებერვლიდან კი "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორად დაინიშნა და 2011 წლამდე იმუშავა.

2012 წლის 25 ოქტომბრამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე, იგი ამერიკული საკონსულტაციო ფირმა „Lenzie Fisher Hendry LLC” - საფინანსო სექტორის და საპენსიო რეფორმის ექსპერტი იყო;  2013 წლის ივლისიდან მან ვიცე-პრემიერობაც შეითავსა.

2015 წლის სექტემბერში კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილი შეცვალა. პრემიერობის კანდიდატი დაოჯახებულია. მას მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს.

ამ დროისთვის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია კვირიკაშვილმა 2015 წლის დასაწყისში შეავსო. დეკლარაციის თანახმად მის საკუთრებაშია 190.00 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლი და 432.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

თბილისში,ზოვრეთის ქუჩაზე. ასევე ბინა სამგორის რაიონში. თბილისის გარეთ კვირიკაშვილი ქონებას დუშეთის რაიონში, სოფელ ქვეშეთში ფლობს. 

250.00 კვ.მ სახლი, 3450.00 კვ.მ მიწის ნაკვეთით ესაა პრემიერობის კანიდატის უძრავი ქონების ჩამონათვალი.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, გიორგი კვირიკაშვილი 3700.00 ლარს ფლობდა ნაღდი ფულის სახით. მას აქვს საკრედიტო ანგარიშები "ქართუ ბანკსა" და TBC-ში.

 

წყარო: http://presa.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია