დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსში „იაკობ გოგებაშვილი ილუსტრაციებში" გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ
2015/12/25 12:23:38

იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ილუსტრაციების სასკოლო კონკურსი ჩაატარა, რომლის გამაჯვებული მოსწავლეები მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დააჯილდოვა.


კონკურსის მიზანს, რომელსაც გოგებაშვილის შემოქმედების პოპულარიზაცია და  ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარება წარმოადგენდა, საჯარო და კერძო სკოლის I-XII კლასის მოსწავლეები ორი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით მონაწილეობდნენ -  I-VI და VII-XII კლასები. მოსწავლეებს უნდა წარმოადგინათ მათ მიერ შერჩეული გოგებაშვილის ერთ-ერთი ნაწარმოების მიხედვით შესრულებული ილუსტრაცია. 

 

თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში 5-5 გამარჯვებული (თითო-თითო I, II, III ადგილი და ორი IV ადგილი) გამოვლინდა, რომლებიც დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ: I ადგილზე გასული ილუსტრაციის ავტორი დაჯილდოვდა დიპლომით და 200 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით, II ადგილზე გასული- დიპლომით და 150 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით, III ადგილზე გასული- დიპლომით და 100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით, IV ადგილზე გასულები-დიპლომით და 50-50 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით. გარდა ამისა, კომისიამ შეარჩია საუკეთესო ილუსტრაციები, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიალზე საჯაროდ გამოიფინა, ხოლო მათ ავტორებს  სიგელები გადაეცათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8374
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია