დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოზე იმერეთის ტურისტული გზამკვლევის პროექტი განიხილეს
2015/12/23 15:55:03

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

 

საბჭოზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და ასევე, იმერეთის მუნიციპალიტეტების 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაზე იმსჯელეს. მხარეებმა სპორტის სფეროში გასატარებელი ღონისძიებებიც განიხილეს.

 

დღესვე გიორგი დვალიშვილმა იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით ტურისტული გზამკვლევის მომზადების პროექტის პრეზენტაცია გააკეთა. დაცვის პოლიციის რეგონული სამმართველოს ხელმძღვანელმა კი აღნიშნული მიმართულებით არსებული ინფორმაცია წარადგინა.


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია