დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მხარდაჭერა „ბილაინს“
2015/12/22 11:05:01

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოში  მობილურ ოპერატორს ბილაინსელექტრონული ხელმოწერის მხარდამჭერი მომსახურების დანერგვაში გაუწევს მხარდაჭერას.

 

21 დეკემბერს, 12:00 საათზე  „ბილაინის“ ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისში, სერვისების განვითარების სააგენტოსა და შპს „მობიტელს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა და „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა მოწერეს.

 

აღნიშნული მომსახურებით, მომხმარებლებს საშუალება მიეცემა, მობილური ოპერატორის სერვისები გაცილებით მარტივად და სწრაფად მიიღონ. ასევე ორგანიზაციას საშუალება ექნება შექმნას მომხმარებლის ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შემცველი ელექტრონული დოკუმენტი და დაადასტუროს ზუსტად რა დროს მოაწერა პირმა დოკუმენტს ხელი.


„სერვისების განვითარების სააგენტომ ამ ინოვაციური პროდუქტის მხარდამჭერი სერვისის, კერძოდ დროის აღნიშვნის შეთავაზება უკვე დაიწყო კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. ეს მომსახურება კომპანიებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად შეამცირონ მომსახურების დრო, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელია- განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.


მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შემცველი დოკუმენტი საშუალებას იძლევა ექსპერტიზა ჩაუტარდეს ფიზიკური პირის ელექტრონულ ხელმოწერას და განხორციელდეს ხელმომწერი პირის იდენტიფიცირებაც.


 

ჩვენ  მოხარულები ვართ, რომ   მოგვეცა  საშუალება  აბონენტებისთვის შეგვეთავაზებინა  კიდევ ერთი  ჩვენი  ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისი, ციფრული თანამედროვე ტექნოლოგიების სადემონსტრაციო სივრცე, სადაც  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით მომხმარებელს შევთავაზებთ  ინოვაციურ ციფრულ მომსახურებას, რაც საშუალება ოგვცემს, ჩვენმა  აბონენტებმა ჩვენი სერვისები კიდევ უფრო   მარტივად და სწრაფად მიიღონ ” - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა. 

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2371
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია