დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მანანა კობახიძეს ზეწოლის ფაქტებს საჩხერის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეც უხსენებს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/12/16 19:04:30

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელიცოცნებისგამარჯვების შემდგომ პერიოდს შეეხება. განცხადებას გთავაზობთ მცირე კორექტურით:


ქალბატონო მანანა, იქნებ ახლა მაინც ჭამოს სამართალმა პური და იქნებ ახლა მაინც დაინახონ თქვენი ნამდვილი სახე. თქვენ უაზრო ინტრიგებს შეეწირა არამარტო ჩემი, საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარეობა, არამედ - ჩემი ოჯახიც.

 

იქნებ მეც ამოვყარო ის მესიჯები, როგორ მაიძულებდით ნაციონალების მიერ დაფუძნებული გაზეთის უტენდეროდ და შეუსაბამოდ დიდი თანხით დაფინანსებას. როცა ვერ გამტეხეთ და კატეგორიულად გითხარით, რომ თქვენ გამო კანონს არ დავარღვევდი, ეს გაზეთი წააქეზეთ ჩემ წინააღმდეგ და რამდენიმე ნომერი მხოლოდ ჩემ ლანძღვას მიეძღვნა. ეს გაზეთი მამამ წაიკითხა და უჯანმრთელესი კაცი ინსულტით გარდაიცვალა, მამის სიკვდილი ვერ გადაიტანა ავადმყოფმა დედამ ... მამის გარდაცვალების მეორე დღეს საჯაროდ ვაპირებდი საკრებულოს თავმჯდომარეობის დატოვებას და საჩხერიდან ამოწერასაც კი, სანამ თქვენ იქნებოდით მაჟორიტარი დეპუტატი. ამ განზრახვაზე ხელი ქართულიოცნებისერთ-ერთმა ლიდერმა ამაღებინა, მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ.


ქართული ოცნების მოსვლის დღიდან ჩემი ყველა ამბიცია დავივიყე და გვერდით ერთგულად დაგიდექით, მაგრამ ესეც ვერ დაინახეთ. თუმცა, თქვენ თითონ აღიარებდით მოსახლეობასთან შეხვედრებზე, რომ საჩხერეში რამდენი გიწვალია და გიშრომია, ეს უნდა დაგიფასდესო. კი, კარგად დამიფასეთ.


როდის გადამემტერეთ ასე ძალიან? ალბათ მაშინ, როცა თქვენი გუნდის სერიოზული ფინანსური დარღვევების შესახებ პროკურატურას მივმართე და, გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, მანამდე პარლამენტში თქენი ნახვა მინდოდა. თქვენ თავიდაიმდაბლეთ და გვიან საღამოს საკრებულოში გვეწვიეთ.


რომ ვიცოდი ჩემ მიმართ თქვენი დამოკიდებულება, საკრებულოს წევრებიც დავტოვე და ჩვენ საუბარს მოწმეებიცყავს. როდესაც თქვენ უკადრებელი იკადრეთ და უდიდესი პოლიტიკური შეცდომა დაუშვით, მაშინ გითხარით:სირცხვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყოთ, რატომ მარჯვენი არ მომტყდა, ხმა რომ მოგეცი!


ახლაც იმავეს ვიმეორებ.ამის მერე აღარავის უკვირდა,რატომ მიქციეთ ცხოვრება ჯოჯოხეთად. იქნებ ვინმემ იცის, რატომ არ გაიხსნა ის საქმეები დღემდე. სამაგიეროდ, საჩხერეში ყველამ იცოდა, რომ თქვენი თანადგომის მისაღწევად ჩემთან უნდა გამოეცხადებინათ ომი.


ასე შეიქმნა იმ გაზეთის თანამრომლებისთვის ახალი ადგილები. თქვენთვის ტელეფონიც კი გამითიშია, ისტერიულად რომ მლანძღავდით ხოლმე. წინა საკრებულოში დარჩენილი ნაციონალების ხელით რამდენჯერმე ჩემი იმპიჩმენტიც კი სცადეთ, მათ სანაცვლოდ ჩემ ადგილს პირდებოდით, მაგრამ არ გამოგივიდათ. მათხვდებოდით, საჩხერეში როცა ჩამოდიოდით, ჩემთან კი არასოდეს გითანამშრომლიათ. ჩვენი ქალური ომის ამბავი მთელმა საქართველომ იცოდა. თქვენგან დაბლოკვას სულ ვგრძნობდი, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროში რომ დავრბოდი პროექტებისთვის, მაგრამ სიამაყით და მათ სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ მათი უდიდესი მორალური და საქმიანი მხარდაჭერით განვახორცილეთ ის პროექტები, რომლებიც ჩემი წამოსვლის შემდეგ დასრულდა და თქვენ სიამაყით ჭრით ლენტებს. თქვენ, გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, დაუნდობელი ომიგამომიცხადეთ რეგიონებში ქართული ოცნებიდან ერთადერთ ხელმძვანელ ქალს საქართველოში. აი, რატომ აღარ ვთანამშრომლობ გენდერულ საბჭოსთან.


როცა მე მომინელეთ, საჩხერის პოლიციის უფროსს, რეზოკობახიძეს მიადექით, ალალ-მართალ და პატრიოტ კაცს, მუხლჩაუხრელად რომ იბრძოდა და შრომობდა ქართული ოცნებისთვის. ის კიდევ უფრო მწარედ მოინელეთ ! მეამაყება, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი საჩხერის შენება. მეამაყება,რომ საკუთარი ხელფასიც კი არ მიმქონდა სახლში და ძალიან მშვიდად მძინავს,რომ საჩხერლების სიყვარულს და თანადგომას ვგრძნობ.


ეეჰ, რამდენი წლის დარდი და ტკივილი ამოვთქვი... გავბედე, გავბედე იმიტომ, როარასოდეს ვყოფილვარ მშიშარა, არცმაშინ, როდესაც 7 ნოემბრის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტი დავტოვე და არც მაშინ, როცა პატარა საკრებულოს თავმჯდომარემ პირში გითხარით სიმართლე  „ამხელა ვიცე-სპიკერს.


იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეთ ვინმე, რა ხდება საჩხერეში. თუმცა ყველამ იცის , რომ საჩხერის სამი გამგებლიდან არცერთი არ ყოფილა ლეგიტიმური გამგებელი, რეალური გამგებელი ყოველთვის იყო და არის ქალბატონმანანას ბიუროს უფროსი. მის გარეშე  ჩიტიც ვერ ფრინავს საჩხერეშ!

 

პატივცემულო მამაკაცებო და პარტიის ლიდერებო ! გენდერული კვოტირებით მხოლოდ პატიოსანი და დამსახურებული პროფესიონალი ქალებით დააკომპლექტეთ თქვენი პარტიული სიები და არა ისე,  ვინ  ვისთან ხართ ვალდებული“, თორემ მერე ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ, საბოლოოდ კი , ისევ ქვეყანა დაზარალდება . . .


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია