დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრები სათემო ჯგუფებთან
2015/12/12 07:45:38

,,დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობის’’ პროგრამის ფარგლებში ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრში სათემო ჯგუფების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან 10 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრების მიზანი სათემო ორგანიზაციებს შორის ქსელური კავშირების გაღრმავების, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებისა და ადვოკატირების პროცესების წარმართვის ხელშეწყობა გახლდათ. 


ათემო ორგანიზაციების მობილიზების მიმართულებით პირველ შეხვედრაში მონაწილეობა ოთხი სათემო ჯგუფის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლებმა (.ჭავჭავაძის გამზ.: N58; 2..ჭავჭავაძის გამზ.: N58 ,," და "კორპუსები; 3.ოცხელისა და 4. თაბუკაშვილის ქუჩები) მიიღეს. ანალოგიური ტიპის შეხვედრები 14 და 15 დეკემბერს გაიმართება და მასში 7 სათემო ჯგუფი ჩაერთვება.


,,დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობის’’ პროგრამა ხორციელდება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის ,,აფხაზეთი’’ მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ,,დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდეინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის” – ფარგლებში. პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2488
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია