დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ გაჭიანურდა და როდის დასრულდება პედაგოგებისთვის სტატუსის ამსახველი სერტიფიკატების გადაცემა
2015/12/10 17:25:49

სტატუსის ამსახველ სერტიფიკატებს  მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში გადანაწილებული ყველა მასწავლებელი მიიღებს.

ასე ეხმაურება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი მანანა რატიანი სქემაში გადანაწილებული პედაგოგების კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ გაჭიანურდა და როდის დასრულდება მათთვის სქემაში გადანაწილების დამადასტურებელი დოკუმენტის გადაცემის პროცესი.

მანანა რატიანის თქმით, ვინც უკვე გადანაწილებულია სქემაში მათი სერტიფიკატები დამზადებულია და რესურსცენტრების საშუალებით სკოლებს მიეწოდებათ.

„სქემით უკვე განსაზღვრულია პროცედურები, თუ როგორ მიმდინარეობს სტატუსის მინიჭება და შემდგომ უკვე ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მასწავლელბლებს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს. ეს არის სტატუსის ამსახველი სერტიფიკატები, ყველა მასწავლებელს მიენიჭება სტატუსი.

ჩვენ უკვე დამზადებული გვაქვს იმ მასწავლებლებისთვის სერტიფიკატები, რომელთა ნაწილიც უკვე გადანაწილებულია სტატუსების მიხედვით.  ჩვენ გვყავს  46 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელი, 15 300-მდეა უფროსი მასწავლებელი, ხოლო 151 წამყვანი მასწავლებელი. ეს სერტიფიკატები უკვე დამზადებულია და მასწავლებლებს, რესურსცენტრების დახმარებით მიეცემათ სკოლებში და არ დასჭირდებათ მათ ამისთვის წინ და უკან სიარული.

რაც შეეხება მასწავლებელთა მცირე ნაწილს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სქემაში რეგისტრაცია და ამაზე ძალიან ღელავენ, მთავრობამ ცვლილება შეიმუშავა და სქემაში რეგისტრაციის ვადები გახანგრძლივდა 31 დეკემბრამდე. ამ მასწავლებლებს მივცემთ საშუალებას, რეგისტრაცია გაიარონ სქემაში და ისინი არ აღმოჩნდნენ მასწავლებლის პროფესიის მიღმა. ამ მასწავლებლებსაც მიანიჭებს ჩვენი ცენტრი სტატუსს და მათაც დაურიგდებათ სერტიფიკატები.

ჩვენ დეკემბრის ბოლოს მივაწვდით რესურსცენტრებს სტატუსის ამსახველ დოკუმენტებს, ხოლო მათ უკვე აქვთ ვალდებულება, რომ სქემით განსაზღვრულ ვადებში მიაწოდონ მასწავლებლებს ეს სერტიფიკატი. ხოლო იმ მასწავლებლებს, რომლებსაც დაგვიანებით მოუწევთ სქემაში ჩართვა, ისინი მოგვიანებით მიიღებენ. მაგრამ სტატუსის ამსახველი სერტიფიკატი აუცილებლად ყველა მასწავლებელს ექნება“, – ამბობს მანანა რატიანი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, სტატუსის ამსახველი სერტიფიკატი მიღებული აქვს თუ არა მასწავლებელს, მას სქემაში გადანაწილების შემდეგ მინიჭებული სტატუსის შესაბამისად სახელფასო დანამატი უკვე ეძლევათ.

50 ლარი იყო მხოლოდ საბაზისო ხელფასის ცვლილება, ხოლო სტატუსის დანამატები ყველას ეძლევა. ეს არის 160-ლარიანი დანამატი უფროს მასწავლებელზე, აპრილში ეს დანამატი გახდება 180 ლარი. ამასთანავე მოხდება საბაზისო ხელფასის კიდევ 50 ლარით ზრდა. აპრილში უფროს მასწავლებელს 70 ლარით გაეზრდება ხელფასი. ასევე კოეფიციენტზე დანამატი, რაც სტაჟს და კვალიფიკაციას ასახავს. ასე რომ, მასწავლებლებს საკმოდ კარგი მატერიალური ცვლილებები ელოდებათ  აპრილში და შემდეგ უკვე 2017 წლის იანვარში“, – აღნიშნა მანანა რატიანმა Aris.ge-განათლებასთან საუბრისას.

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9155
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია