ცენტრის წარმომადგენლებმა შემდეგი ნიმუშები შეიძინეს ბუხაიძის ქ. #23-ში მდებარე შპს „უნივერსალში“:
პროდუქტის დასახელება |
ლაბორატორიული კვლევის შედეგი |
ნაღების კარაქი „ტიფლისი“, 82,5% (მწარმოებელი: შპს „ტიფლისი 2011“) |
|
უმარილო მჟავე ნაღების კარაქი „პრეზიდენტი“, 82% (წარმოებულია საფრანგეთში, იმპორტიორი: შპს „ლაქტალის ჯორჯია“) |
|
უმაღლესი ხარისხის ნაღების კარაქი „ვალიო“, 82% (წარმოებულია ფინეთში, იმპორტიორი: შპს „ევრო პროდუქტი“) |
|
არაჟანი „ექსტრა სანტე“ (მწარმოებელი შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“) |
|
არაჟანი „სოფლის ნობათი“, 15% (მწარმოებელი „ვიმ-ბილ-დან საქართველო“) |
|
არაჟანი მილკო–ფუდი „ბიფიდო“ 20%, (მწარმოებელი: შპს „ჯორჯიან მილკი“) |
როგორც შედეგებიდან ჩანს, „სანტესა“ და „მილკო-ფუდის“ არაჟანში მცენარეული ცხიმიც აღმოჩნდა. რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, არაჟანი მხოლოდ რძის ნაღების შედედებით იწარმოება და მასში მცენარეული ცხიმის მინარევის არსებობა დარღვევაა[1].
რაც შეეხება კარაქს, გამოცდის მეთოდის 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, „ტიფლისი“ და „პრეზიდენტი“ ნამდვილად რძის პროდუქტებად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო „ვალიოში“ რძის ცხიმის მხოლოდ 70.8%-იანი შემცველობა დარღვევაზე მიუთითებს.
დარღვევების შესახებ ეცნობა მეწარმეებსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.