დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მომავალ ჟურნალისტებს არჩევნების გაშუქების მეთოდებზე სემინარი ჩაუტარდათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/12/02 22:52:18

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და დამწყები ჟურნალისტებისათვის სემინარი გამართა:“როგორ გავაშუქოთ არჩევნები“


 

სემინარი ორგანიზებული იყო საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმების და სწავლების ცენტრისდაფინანსებული პროექტის -„რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ - ფარგლებში.

სემინარი წარმართა მოწვეულმა მედიაექსპერტმა ეკა ფირცხალავამ. მან პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მიმოიხილა შემდეგი თემები:

 

  • არჩევნებიდან არჩევნებამდე, არჩევნების ისტორია ჟურნალისტებისთვის - მთავარი მოვლენები და პოლიტიკური ფიგურები (დემონსტრირება პოლიტიკური პლაკატებით);
  • არჩევნების გაშუქების დროს ინფორმაციის მოპოვების მექანიზმები - ინფორმაციის მოძიება და წყაროები მედიისთვის სამთავრობო რესურსების გამოყენებით, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით და ინტერნეტით.
  • საარჩევნო კანონმდებლობა და მედიის როლი - არჩევნების მონიტორინგი და მედია. (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით) ;  
  • პოლიტიკური კამპანიები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ეთიკური სტანდარტები მედიისთვის.

 

სემინარი საკმაოდ ინტერაქტიულად წარიმართა, სტუდენტები მაღალი აქტიურობითა და საკითხისადმი ინტერესით გამოირჩეოდნენ.

სემინარის დასასრულს ყველა მონაწილე სტუდენტს სერთიფიკატები გადაეცათ.

 

სემინარის ორგანიზებაში გაწეული თანამშრომლობისათვის უდიდეს მადლობას ვუხდით აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორატს და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ქალბატონ მზია თადუმაძეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია