დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ესმით ტერორიზმი მუსულმან ბავშვებს
2015/12/02 13:02:19

როგორ მოახერხა ფრანგულმა საბავშვო ჟურნალმა ის, რაც მშობლებმა ვერ შეძლეს?

 

 

ძალიან ბევრ მშობელს უჭირს აუხსნას თავის შვილს პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების მიზეზი, რომელმაც 130  ადამიანი იმსხვერპლა. ახსნა-განმარტების მიცემა  განსაკუთრებით მუსულმან მშობლებს უჭირთ.

აღნიშნულს ისიც ართულებს, რომ ბავშვები ხშირ შემთხვევაში მათი რელიგიის გამო  ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. გთავაზობთ მუსლიმი პატარების მიერ  ფრანგული საბავშვო ჟურნალისთვის  მიცემული ინტერვიუებიდან ამონარიდებს:

"როდესაც სკოლაში მივედი, ზოგიერთი ჩემი თანაკლასელი როგორც ტერორისტს, ისე მექცეოდა,"- ამბობს ცხრა წლის აიმენი. ყველაფერი მასწავლებელს ვუთხარი, მან კი ჩემს თანატოლებს აუხსნა, რომ მუსულმანობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტერორისტი ხარ.”

9 წლის მუჰამედსაც მისი რელიგიის გამო თანასკოლელები ტერორისტად მიიჩნევენ :  "შოკში ვიყავი, როცა სკოლაში ისე მექცეოდნენ, თითქოს ტერორისტი ვყოფილიყავი. სინამდვილეში მეც მეშინია ტერორისტების, მეშინია ჩემს ქალაქშიც არ მოვიდნენ ისინი."

"ჩვენ მიმართ დამოკიდებულება 13 ნოემბრის შემდეგ შეიცვალა, ორშაბათს მეტროში დედასთან ერთად ვიყავი, რომელსაც თავსაბურავი ეკეთა, როცა ვაგონში შევედით, გავიგონე, როგორ თქვა ერთმა ქალბატონმა : " ოღონდ ესენი არა", მე და დედას არაფერი გვითქვამს, თუმცა ეს მე ძალიან მაწუხებს.

" შეიძლება ითქვას, რომ ყველას ტერორისტები ვგონივართ, ქუჩაში ყველა უცნაურად გვიყურებს, ხალხი თავს გვარიდებს.  ვგრძნობ, რომ მათ ჩვენი, მუსულმანების, ეშინიათ.  ჰგონიათ, რომ ჩვენც იგივეს გაკეთება შეგვიძლია, რაც ტერორისტებმა გააკეთეს, მხოლოდ იმიტომ , რომ მუსულმანები ვართ.“

ბავშვების მიერ მიცემული ამ ინტერვიუების შემდეგ ფრანგულმა გაზეთმა გადაწყვიტა ყოველ სამშაბათს თავის ფურცლებზე ადგილი მუსლიმი ბავშვებისთვის დაეთმო, რითაც პატარების საშუალება მისცა გადმოეცათ გრძნობები, რომელსაც  ტერორისტული აქტების შემდეგ განიცდიდნენ და ასევე ყველასთვის ეთქვათ რას ნიშნავს მათთვის ისლამი.


 "მე ისლამმა მასწავლა, რომ არ უნდა მოვიპარო, არ უნდა მოვკლა, ჩემთვის ისლამი ღარიბისთვის საჭმლისა და ფულის მიცემაა, ისლამი საავადმყოფოების აშენებაა სნეულების განსაკურნებლად, ჩემთვის ისლამი არის, როცა ვინმეს სცივა და  ჩემს ქურთუკს გავუწოდებ ,"

„ტერორისტებს ისლამის არ სწამთ, მათ რელიგია არ აქვთ და თუ აქვთ, მათი რელიგია მხოლოდ ტერორია, "

"ტერორისტები ძალიან საშინელები არიან, ისინი ხალხს აშინებენ და ეს კარგი არ არის. ადამიანების მოკვლით ისინი მომავალს იფუჭებენ, ისინი ვერ აღნიშნავენ დაბადების დღეს და მათ, როცა კბილებს დაკარგავენ, კბილების ფერია არასდროს ეწვევა."

ფრანგული გამოცემის რედაქტორის თქმით, აღნიშნულთან ერთად მათი კიდევ ერთი წამოწყება - გაეცათ ბავშვების მიერ დასმულ  ყველა კითხვაზე პასუხი, ძალიან დაეხმარათ, როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს.


"ჩვენ მშობლებისა და მასწავლებლების ქება დავიმსახურეთ, ისინი ამბობენ, რომ შეუძლებელი შევძელით და მოვახერხეთ აგვეხსნა ბავშვებისთვის, ის, რისი ახსნაც ყველა მშობელსა და მასწავლებელს უჭირს,"

იყო რამდენიმე მშობლის საყვედურის წერილიც, სადაც ისინი წერდნენ,  რომ ჟურნალი შეცდომას უშვებს, როცა წერს, რომ ტერორისტები მუსულმანები არიან.  მათი თქმით, ისინი ისლამს თავიანთი ტერორისტული მიზნებისთვის იყენებენ.- განაცხდა საბავშვო ჟურნალის რედაქტორი.

 

წყარო:  http://sazogadoeba.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2225
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია