დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნორჩი დემოკრატები „ჯადოსნურ სამყაროში“
2015/11/29 16:23:31

26 ნოემბერს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის''  ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ნორჩი დემოკრატები“ შშმ ბავშვთა დღის ცენტრ „ჯადოსნურ სამყაროს“ სტუმრობდნენ. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო წილოსანმა, სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგმა შორენა მელაძემ და კლუბის წევრებმა ბავშვებს ზღაპრები წაუკითხეს. დღის ცენტრის ბავშვთა ჩართულობით მოეწყო ლიტერატურული კომპოზიცია, ერთად იცეკვეს და იმღერეს სტუმრებმა და მასპინძლებმა. 

შეხვედრის დასასრულს კლუბის წევრები ცენტრის ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. „ჯადოსნურ სამყაროშიმართლაც ჯადოსნური დღე შედგა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია