დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საბავშვო გამოცანები, რომელთაც ყველა ზრდასრული ვერ გამოიცნობს
2015/11/27 17:09:35

როდესაც ვიზრდებით, ჩვენში მარტივად აზროვნების უნარი თანდათან სადღაც ქრება. ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავართულოთ მაშინაც კი, როდესაც პასუხი ზედაპირზეა.

შევამოწმოთ?

გთავაზობთ გამოცანებს, რომლებსაც ბავშვები მარტივად გამოიცნობენ, ხოლო უფროსებს შედარებით უჭირთ: (პასუხები იხილეთ ქვევით)

 

  1. რა შეიძლება შეგვხვდეს წუთში ერთხელ, წელიწადში ორჯერ, ხოლო საუკუნეში არცერთხელ?
  2. რომელი ბორბალი/საბურავი არ ტრიალებს მარჯვენა მოსახვევში შესვლისას?
  3. ეს არ არის ცოცხალი არსება, მაგრამ აქვს ხუთი თითი
  4. რომელი სიტყვაა ლექსიკონში არასწორი?
  5. სატვირთო ავტომობილი მიდიოდა სოფელში. გზაში შეხვდა 4 მსუბუქი ავტომობილი. რამდენი მაქანა მიდიოდა სოფელში?
  6. ჩვენ შეგვიძლია დავჭრათ მოძრაობის გარეშე, მოვწამლოთ შეხების გარეშე, ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ ტყუილიც და სიმართლეც, ჩვენ არასდროს განგვსჯიან სხვადასხვანაირად, ვინ ვართ ჩვენ?
  7. რომელი ხელით არის უმჯობესი ჩაის მორევა?
  8. მაჭამე და მე ვიცოცხლებ, მაგრამ დამალევინე და მოვკვდები. ვინ/რა ვარ მე?
  9. ვინ დადის დამჯდარი?
  10. იბადება – ფრინავს, ცხოვრობს – დევს, კვდება – მიცურავს.
  11. რა სველდება როდესაც ამშრალებს?
  12. რაც უფრო მეტს იღებ მისგან, უფრო იზრდება.. რა არის ეს?
  13. მე ყოველთვის სადღაც ცასა და მიწას შორის ვარ, ყოველთვის შორს ვარ, თუ ეცდები მოახლოებას, მეც უკან-უკან წავალ
  14. მიდიოდნენ ცოლ-ქმარი, და-ძმა, ცოლის ძმა და სიძე, სულ რამდენი ადამიანია?
  15. მე ვცხოვრობ მხოლოდ იქ, სადაც შუქია, მაგრამ როდესაც პირდაპირ მე მანათებს – ვკვდები. რაზეა საუბარი?
  16. რას შეუძლია იმოგზაუროს მსოფლიოში, ამავდროულად იყოს ერთ კუთხეში?
  17. რომელ სპილოს არ აქვს ხორთუმი?
  18. საღამოს მაძლევენ დილით შესასრულებელ დავალებას, მე ყოველთვის ვასრულებ მაგრამ მაინც მლანძღავენ. ვინ/რა ვარ მე?
  19. რა იზრდება და არასდროს მცირდება?

როგორია თქვენი შედეგი, რამდენ გამოცანას უპასუხეთ სწორად?

 აი დაპირებული პასუხებიც:

  1. ასო წ
  2. სათადარიგო
  3. ხელთათმანი
  4. სიტყვა „არასწორი“
  5. ერთი
  6. სიტყვები
  7. უმჯობესია კოვზით
  8. ცეცხლი
  9. ჭადრაკის მოთამაშე
  10. თოვლის ფიფქი
  11. პირსახოცი
  12. ორმო
  13. ჰორიზონტი
  14. სამი
  15. ჩრდილი
  16. საფოსტო მარკა კონვერტზე
  17. ჭადრაკის ფიგურას
  18. მაღვიძარა
  19. ადამიანის ასაკი
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია