დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როდიდან მოუწევთ პედაგოგებს გამოცდების ელექტრონულად ჩაბარება და როგორი იქნება პროცედურა?!
2015/11/27 17:04:11

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მსგავსად, პედაგოგთა საგნობივი გამოცდების ჩატარებაც ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატში იგეგმება. როდიდან შეძლებენ კომპიუტერის საშუალებით გამოცდების ჩაბარებას მასწავლებლები და ეხება თუ არა ცვლილებები გამოცდების შინაარსობრივ მხარეს, ამის შესახებAris.ge -განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე ესაუბრა.

-როდიდან შეძლებენ პედაგოგები გამოცდების ელექტრონულად ჩაბარებას?

-სავარუდოდ, გამოცდები მსგავსი ფორმატით 2016 ელის ზაფხულიდან ჩატარდება. შინაარსობრივი მხარე არ შეიცვლება. ჩვენ ახლა აბიტურიენტებისთვის ვატარდებთ რამდენიმე საცდელ ტესტირებას, რომ ვნახოთ რა ცვლილებები იქნება სჭირო დროის თვალსაზრისით. ან სხვა სახის დაბრკოლებებს ხომ არ წააწყდებიან აბიტურიენტები, ტესტებზე მუშაობის დროს ნახევრად ელექტრონულ ფორმატში. ჯერ კიდევ ვართ ყველაფრის გაანალიზების და გამოკვლევის პროცესში. უკვე ვიცით, რა ცვლილებებიც განხორციელდება აბიტურიენტებისთვის, გაკეთდება მასწავლებლებისთვისაც,

-ანუ, ცვლილება არ შეეხება ტესტის შინაარსობრივ მხარეს?

-არანაირად. ერთადერთი, მაგალითად, გეოგრაფიიდან ვიცი, რომ აბიტურიენტებს რუკა დამატებით ამობეჭდილი ფორმით მიეწოდებათ. სავარაუდოდ, ასეთი რაღაცეებიც შეიძლება მოხდეს მასწავლებლებთან მიმართებაში. სხვა ცვლილებები არ იქნება. დავალება ეკრანზე ჩანს ჩვეულებრივ, როგორც ადრე ფურცელზე იყო. განსახვავება ისაა, რომ თითო დავალება ჩანს თითო გვრდზე. პასუხების ფურცელი ქაღალდისაა.  კომპიუტერში არაფრის დაბჭდვა არ მოუწევთ. ძალიან ახლოს არის ფურცლის და კალმის გამოცდასთან. უცხო ენის მოსმენის ნაწილიც ისევე დარჩება. უბრალოდ მაშინ ხელში ჰქონდათ შეკითხვების ფურცელი, ახლა ეს კომპიუტერში ექნებათ. (მასწავლებლებისთვის გეოგრაფიის გამოცდაში დავალების ჩანაცვლებაც განხორციელდება: უკვე იანვარში პედაგოგებისთვის სადისკუსიო თემის დავალება იქნება ამოღებული და იგი ჩანაცვლდება ინფორმაციის ანალიზის დავალებით. ც.შ)

-იგეგმება თუ არა პრეტესტების ჩატარება პედაგოგებისთვის, ისევე როგორც აბიტურიენტებისთვის ატარებთ?

-აუცილებლად. ცვლილებას რომელსაც ვახორციელებთ, ყოველთვის წინასწარ ვცდით. ახლა უკვე თელავშია დაგეგმილი საცდელი ტესტირება აბიტურიენტებისთვის და ცხადია, გვჭირდება მასწავლებლებსაც ჩავუტაროთ მსგავსი საცდელი ტესტირება.

-როდისთვის იგეგმება მასწავლებლებისთვის საცდელი ტესტირების ჩატარება?

-სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. მხოლოდ აბიტურიენტებზე ვართ კონცენტრირებული. მინდა დავაზუსტო, პედაგოგების იანვარის გამოცდებისთვის არ იგეგმება ეს ცვლილებები. ყველაფერი ძველებურად ჩატარდება ახლა იანვარში, ფურცლის და კალმის მეთოდით, როგორც ადრე იყო.

-როგორ ფიქრობთ, გაუმკლავდებიან პედაგოგები გამოცდების ელექტრონულ ფორმატს?

-საცდელ ტესტირებაზე შევხედავთ, თუ რამე პრობლემა შეიქმნება. ერთადერთი უნდა გავითვალისწინოთ, ეკრანს მხოლოდ დავალებებისთვის ვიყენებთ. არავითარი მანიპულაცია კომპიუტერში არ სრულდება. ადამიანი არც ბეჭდავს, უბრალოდ ღილაკს დააჭერს ხელს რომ დავალებიდან დავალებაზე გადავიდეს.

მასწავლებლებს სტანდარტებში უწერიათ, რომ ხშირად უნდა გამოიყენონ სწავლების პროცესში კომპიუტერი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, იმისთვს რომ სწავლების პროცესი უკეთესი გახადონ.  შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ ასე თუ ისე აქვთ შეხება კომპიუტერთან. ამჯერად საუბარია კომპიუტერის მხოლოდ ეკრანად გამოყენებაზე.

-რატომ არის მნიშვნელოვანი გამოცდების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა?

-მთავარი არის ხარჯების შემცირება. ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოს ტესტების კონფიდენციალურობის გამო ამ ყველაფრის ბეჭდვა ინგლისში. ტესტების დისტრიბუცია, დროს და როგორც ადამიანურ, ისე დიდ  ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ეს იქნება ძალიან დიდი ფინანსური შემსუბუქება.

-ტესტების გასწორების პროცესი ხომ არ შეიცვლება?

-აბსოლუტურად არ შეიცვლება. ისევ პასუხების ფურცელი გასწორდება. მხოლოდ დავალების მიწოდების ფორმა იცვლება.

-რას ურჩევდით გამოცდებზე პედაგოგებს?

-არ ინერვიულონ!  ეს ცვლილება იქნება წინასწარ გამოცდილი. ჩვენ მათაც შევთავაზებთ და წინასწარ ვებ-გვერდზეც დავდებთ, ძალიან დეტალურ ინსტრუქციას მივაწვდით, როგორ უნდა მოიქცნენ გამოცდაზე. კიდევ ერთხელ შევახსენებთ პედაგოგებს, რომ ამ ცვლილების განხორციელება იანვრის გამოცდებისთვის არ იგეგმება.

მასწავლებლები საგნის გამოცდებს  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში აბარებენ:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
  • მათემატიკა (I-VI კლასები);
  • ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები);
  • ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები);
  • მათემატიკა (VII-XII კლასები);
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • სამოქალაქო განათლება;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • ინგლისური;
  • გერმანული;
  • ფრანგული;
  • რუსული;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია