სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერას საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე –25 ნოემბერი აღნიშნა. კლუბის წევრთა ინიციატივით მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა სკოლის უფროსკლასელებთან და პედაგოგებთან.
გაიმართა დისკუსია საქართველოში ქალთა ძალადობის თემაზე.
1999 წლის 17 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი გამოაცხადა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველი სამი ქალიდან ერთი ცხოვრების განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური შეურაცხყოფის ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი, გენდერული ნიშნით.