დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული მედიის ასოციაცია ქუთაისელ ახალგაზრდებთან ერთად არჩევნების დღის იმიტაციას გამართავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/11/27 03:02:54

 

რეგიონული მედიის ასოციაცია 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ქუთაისში, ახალგაზრდებისათვის საარჩევნო უფლებებზე სემინარს გამართავს.


ორდღიანი ტრენინგის პირველი დღე ინფორმაციული იქნება. რეგიონული მედიის ასოციაციის იურისტი პაატა ცნობილაძე, მოწვეულ ტრენერთან - ქეთევან მამამთავრიშვილთან ერთად, ახალგაზრდებს საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელს, ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზებს (რა არის დემოკრატია, არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი), არჩევითი ორგანოების ფორმირებასა და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო კანონმდებლობას გააცნობს.



ტრენინგის პირველი დღე ასევე დაეთმობა წინასაარჩევო კამპანიას, პოლიტიკური პარტიებისა თუ სუბიექტების უფლებამოსილებას, საარჩევნო უბნის  გახსნიდან  დახურვამდე  არსებული პროცედურების გაცნობას.



მეორე დღეს კი ტრენინგი იმიტირებული საარჩევნო პროცესით გაგრძელდება. ახალგაზრდები ონაწილეობას მიიღებენ არჩევნების იმიტაციაში და ყველა იმ პროცედურას შეასრულებენ, რაც საარჩევნო უბნის გახსნიდან მისი დახურვის პერიოდამდე გრძელდება.



ტრენინგის მონაწილეებს სამახსოვრო საინფორმაციო მასალა დაურიგდებათ და  სერტიფიკატები გადაეცემათ.



ტრენინგირეგიონული მედიის ასოციაციისპროექტის - „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განვითარებისთვის“ - ფარგლებში ჩატარდება. პროექტსსაარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიაფინანსებს.


სემინარი  გაიმართება  30ნოემბერს და 1 დეკემბერს 11 საათიდან 17 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, რუსთაველის 37, პრესის სახლი, მე-4 სართული, გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ რედაქცია. დასწრება თავისუფალია.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს, ნატო გუბელაძეს 577247711; 599 107794

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია