დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამბროლაურს, ონს, ტყიბულს და თერჯოლას ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება
2015/11/26 14:44:06

შაორის ჰიდროელექტროსადგურის ნულიდან გაშვების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ტესტირების გამო 27 ნოემბერს, 10:00-დან 12:00 საათამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად, 30 წუთით,  შეეზღუდებათ აბონენტებს ამბროლაურის, ონის, ტყიბულის და თერჯოლის რაიონების ტერიტორიაზე.

 

ელექტროენერგია ეტაპობრივად შეეზღუდებათ:

·         დაახლოებით 8100 აბონენტს ქალაქ ამბროლაურში და სოფლებში კრიხი, ახალსოფელი,ზემო კრიხი, სხვავა, ფუტიეთი, წესი, კვაცხუთი, ხიმში, მუხლი, სამთისი, ბარი, ძირაგეული, სადმელი, ბოსტანა, ღვიარა, საკეცია, ზნაკვა, მოტყიარი, ჯვარისა, ქედისუბანი, ხონჭიორი, ზემო შავრა, ნამანევი, თხმორი, ურავი, ლიხეთი, აბარი, ხოტევი, ჭელიაღელე, კვირიკეწმინდა, ველევი, ბეთლევი, შხივანა, წკადისი, სხარტალი, აგარა, უყეში, თლუღი, კაჩაეთი, ნიკორწმინდა.

·         დაახლოებით 6200 მომხმარებელს ქ. ონში და ონის რაიონის სოფლებში.

·         8000 აბონენტს ქ. ტყიბულში და სოფლებში საწირე, ძიროვანი, დაბაძველი, მანჭიორი, ბზიაური, მუხურა.

 

·         დაახლოებით 12 500 აბონენტს ქ. თერჯოლაში და სოფლებში ახალთერჯოლა, ალისუბანი, რუფოთი, ახალთერჯოლა, ჩხარი, ძევრი, გოგნი, სიქთარვა, ღვანკითი, ზოვრეთი, ბარდუბანი, ქვედა და ზედა სიმონეთი, საზანო, სკანდე, თუზი, ქვაციხე, ბიღა, ვარდიგორა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია