ჭადრაკში დავით ჩირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა. ტურნირი ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების მიერ დაგეგმილ ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში საჭადრაკო კლუბ „მაია“-ში 19 ნოემბრიდან მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას 7, 8, 9 და 10 წლის მოჭადრაკეები იღებდნენ. შეჯიბრი გუნდური, შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა. გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები სპეციალური პრიზებითა და ფულადი პრემიებით ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაზემ დააჯილდოვეს.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა ქალაქების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.