დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი ტრენინგ-კურსი kedec-ში
2015/11/20 17:56:44

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში დაიწყო ახალი ტრენინგ კურსი ,,ეფექტური კომუნიკაცია, მომსახურება და სერვისების მიწოდება''.

კურსი განკუთვნილია სასტუმროს ადმინისტრატორებისთვის, მიმტანებისთვის, გაყიდების კონსულტანტებისა და მენეჯერებისთვის.

ტრენინგების მიზანია, მსმენელებმა შეიძინონ კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციის, მოსმენისა და დიალოგის აწყობის, პროდუქტის სწორად შეთავაზების, ემოციისა მართვისა და კონფლიქტების მოგვარების, სწორი ანალიზის უნარები.

კურსი ითვალისწინებს სწავლების ორ ეტაპს, თითო ეტაპი მოიცავს 5–5 ლექციას.

ამჯერად კურსს ,,გურმანისა'', რესტორნების ,,ქალაქურისა'' და ,,ამირანის'' მომსახურე პერსონალი გადის. 
ტრენინგკურსს ინგა ბოჭორიშვილი უძღვება, რომელსაც მარკეტინგის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2783
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია