დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა დააშავა ტაიფუნმა?
2015/11/19 12:41:16

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ტაიფუნ კარაკაპლანი დააკავეს.

 

აღნიშნული პირი ვისბადენის ინტერპოლის მიერ 19.06.2013 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. მას გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 242-ე, 244-ე, 263-ე, 263 ა-ე, 267-ე, 22-ე, 52-ე, 53-ე და 54-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად, რაც ქურდობას, საცხოვრებელში შეჭრით ქურდობას, თაღლითობას და კომპიუტერულ თაღლითობას ითვალისწინებს.

 

ტაიფუნ კარაკაპლანმა ბანკში სესხის მიღების მიზნით, ხელფასის ცნობა და შრომითი ხელშეკრულება გააყალბა. დოკუმენტებში არსებულმა მთელმა რიგმა უზუსტობებმა გამოიწვია ეჭვი, რომ საბუთები გაყალბებული იყო და სესხის გაცემა არ განხორციელდა. ასევე, ბრალდებულმა კუსტარულად დამზადებული გასაღების გამოყენებით საცხოვრებელ ბინაში შეაღწია და სხვადასხვა ნივთი მოიპარა; მოპარული საბანკო ბარათის გამოყენებით კი, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ოთხჯერ განახორციელა საგადასახადო ოპერაცია, რის შედეგადაც 1 000 ევრო მიითვისა.

 

ამჟამად ტაიფუნ კარაკაპლანის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2297
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია