დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწავლო ვიზიტი რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებისთვის
2015/11/19 12:32:39

რაჭალეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონის სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის მოეწყო სასწავლო ვიზიტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სამინისტროს წარმომადგენლებმა კლუბის წევრებს გააცნეს თავიანთი სამინისტროს მიზნები და მიმდინარე აქტივობები. 


ახალგაზრდებს მისცეს პირობა, რომ მხარს დაუჭერენ მათ ინიციატივებს. შეხვედრის შემდეგ დაათვალიერეს სპორტული მუზეუმი და მოისმინეს ისტორიები წარმატებულ ქართველ სპორტსმენებზე. სამინისტორს შემდეგ ესტუმრნენ სუპერმარკეტების ქსელ"სმარტს" , დაათვალიერეს წარმოება, "სმარტი" სტუმრებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა. დამღლელი დღე საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკაში ვიზიტით დასრულდა, სადაც დაათვალიერეს მხატვარ ვლადიმერ ასათიანის გამოფენა, სამკითხველო დარბაზები, უნიკალური წიგნადი ფონდი, მოისმინეს საინტერესო ისტორია ბიბლიოთეკის შესახებ და ისწავლეს ელექტრონული კატალოგის მოხმარება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2280
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია