დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსწავლეები ტერორიზმის წინააღმდეგ
2015/11/19 12:24:44

2015 წლის 15 ნოემბერს სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობის'' (‪#‎MT) ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი "ნორჩი დემოკრატები" შეუერთდა საყოველთაო აქციას, რომელიც 13 ნოემბერს საფრანგეთში მომხდარ ისლამ ტერორისტების მიერ განხორციელებულ საშინელ ტრაგედიას მიეძღვნა. სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, თემის მოსახლეობამ ერთსულოვნად ცოცხალი ჯაჭვით გამოხატეს პროტესტი აგრესიის, ძალადობის, ტერორისა და ყოველგვარი დისკრიმინაციის მიმართ. 


„ჩვენც ფრანგები ვართ, ვგმობთ ისლამურ ტერორიზმსსოლიდარობა ფრანგ ხალხს!, ტერორიზმი კიდევ საფრთხეს უქმნის ცივილურ სამყაროს“ასეთი იყო აქციის ძირითადი მოწოდებები.

 

***

სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობის“ (‪#‎MT) ფარგლებში ჭიათურის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის სამოქალაქო კლუბმაორთოდოქსებიგამართა აქცია, რომლის მიზანი იყო, სოლიდარობა გამოეცხადებინათ ბოლო დღეებში საფრანგეთში განვითარებული მოვლენებისათვის. კლუბის წევრებმა ტრანსფარანტებით დაგმეს ტერორიზმი და ძალადობა, არჩევანი გააკეთეს მშვიდობასა და ტოლერანტობაზე.


კლუბის წევრებმა სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად მოაწყვეს მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2829
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია