დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტოლერანტობის დღე ქუთაისში
2015/11/19 12:22:07

სამოქალაქოგანათლებისპროგრამის ,,მომავლისთაობის'' ფარგლებში, ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ჰუმანისტებმა ქუთაისის მერიასთან, ქუთაისის ოპერის თეატრთან, ადამიანის უფლებათა დაცვის იმერეთის რეგიონალურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან პარტნიორობით  16 ნოემბერი - ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ქალაქის ცენტრალურ ბულვარში აღნიშნეს.

 

კლუბის წევრებმა საერთაშორისო თარიღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმეს. პირველ ეტაპზე მათ ადგილობრივი თვითმმართველობიდან  ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მასშტაბური ღონისძიებების გამართვისათვის ნებართვა მოიპოვეს.

 

ასევე წერილობით მიმართეს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორს, რომელმაც აღნიშნული წერილის საფუძველზე კლუბის წევრებს სხვადასხვა ეროვნების სამოსი  დაუთმო, რითაც მოსწავლეებმა ბულვარში კოსტუმირებული მსვლელობა მოაწყვეს, ამ დღესთან დაკავშირებით გამოიფინა მოსწავლეთა ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ნახატებიასევე აქციით გამოეხმაურნენ 13 ნოემბერს საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებსაც. 

 

აქციის მონაწილეებმა თანამოქალაქეებთან ერთად შემოსეს ტოლერატობის ხე, რომლის „ფოთლებზეც“ ის ძირითადი სიტყვები - თანასწორობა, შემწყნარებლობა, აზრის გამოხატვის თავისუფლება და სხვა  წააწერეს, რაც ტოლერანტობის ქვაკუთხედია.

 

აქციის პარალელურად  მოქალაქეებს ადამიანის უფლებების თემაზე კონსულტაციებს ადამიანის უფლებათა დაცვის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის და „კუალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ სამართლებრივი ჯგუფის წევრები უწევნდნენ.

 

„ნამდვილად არ ვიცოდი, თუ 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღე იყო, აქციაზეც შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ იმდენი ინფორმაცია მივიღე, მეც ვუერთდები მოსწავლეების აზრს და ვთვლი, რომ ტოლერანტობა ადამიანის, ერების, ქვეყნების ყველაზე დიდი ფასულობა უნდა იყოს’’ - განაცხადა 64 წლის სერგო თალაკვაძემ, რომელიც მოსწავლეთა აქციაში  შემთხვევით  ჩაერთო.

 

„ბოლო დროის მოვლენებმა მრავალგზის დაგვარწმუნა, რომ ტოლერანტობა არის ის მთავარი რამ, რის ირგვლიდაც უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ  ვართ ტოლერანტები და სხვებსაც მოვუწოდებთ, გახნდნენ’’ - განაცხადა კლუბის ლიდერმა დათო მღვდელაძემ.

 

დასასრულსგაიმართა ფლეშმობი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2355
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია