დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის დელეგაციამ ტურიზმის სამიტში მიიღო მონაწილეობა
2015/11/18 09:16:00

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დელეგაციამ დავით დვალის, კონსტანტინე ქავთარაძის და ბექა ყანჩელისა შემადგენლობით, თურქეთში, ტურიზმის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტში 100-მდე ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

სამიტი თურქეთის ქალაქ მერსინში 12-14 ნოემბერს გაიმართა. კონფერენციის სამუშაო ფორმატმა საშუალება მისცა დელეგაციებს, მონაწილეობა მიეღოთ როგორც ერთობლივ კონფერენციაში, ასევე ინდივიდუალურად ეწარმოებიათ ორმხრივი შეხვედრები დაინტერესების ფარგლებში.

 

ქუთაისის დელეგაციამ კონფერენციაში მონაწილეობასთან ერთად გამართა ორმხრივი შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ კლაიპედას მერთან, ასევე ლატვიისა და მოლდოვას ოფიციალურ წარმომადგენლებთან, სადაც ამ სახელმწიფოთა ქალაქებს შორის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა თანმხვედრი ინტერესების სფეროები გამოკვეთეს და მომავალი აქტიური კომუნიკაციები დაგეგმეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2368
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია