დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგარეჯოში სეიფის და ძროხების ქურდები დააკავეს
2015/11/17 12:01:07

1996 წელს დაბადებული შაჰინ ბ, 1992 წელს დაბადებული სირხან ა, 1994 წელს დაბადებული ნურბაბა ხ, და 1995 წელს დაბადებული თაჯირ ჯ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ სირხან ა-მ, ნურბაბა ხ-მ, და თაჯირ ჯ-მ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, „ლიბერთი ბანკის“ სერვისცენტრში ღამით ფანჯრიდან ფარულად შეაღწიეს, სეიფი, პლასტიკური აგრობარათები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებულმა, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში, ფერმიდან 17 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიპარა.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულების ჩადენიდან რამდენიმე დღეში საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსა და სოფელ ლამბალოში დააკავეს. მოპარული სეიფი სოფელ ლამბალოში წყლის არხიდან, ხოლო ნურბაბა ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საბანკო პლასტიკური აგრობარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სირხან ა-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებული, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 8 საბრძოლო ვაზნა, ხოლო შაჰინ ბ-ს პირადი ჩხრეკისას – არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 7 საბრძოლო ვაზნით. სამართალდამცველებმა გაყიდულ 5 სულ პირუტყვს სოფელ ლამბალოში მიაკვლიეს და პატრონებს დაუბრუნეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს.

 

გამოძიება ოთხივე დაკავებულის მიმართ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (პირველ ეპიზოდზე – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, მეორე ეპიზოდზე – სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

 

სირხან ა-ს მიმართ გამოძიება ასევე მიმდინარებს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ხოლო შაჰინ ბ-ს მიმართ - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით); თაჯირ ჯ-ს მიმართ გამოძიება - ერთ ეპიზოდში დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, ხოლო მეორე ეპიზოდში კი ქურდობის ჩადენაში დახმარების ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 375-ე და სსკ-ის 24-177-ე მუხლებით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2346
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია