დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ღარიბაშვილი - ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს
2015/11/14 19:10:39

ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტებს.


აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობის მეთაური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც "შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო" საფრანგეთს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
"ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორე მხრივ, გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების – ტერორიზმის წინააღმდეგ.


კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.
საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3832
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია