დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ორი ახალი საბავშვო ბაღის აშენება მილიონ ლარამდე დაჯდა
2015/11/12 19:10:45

ქუთაისში მთლიანად დასრულდა ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და შიდა ინტერიერის მოწყობა. ამასთანავე რამდენიმე ძველ ბაღზე მიშენებები ხორციელდება. ახლადაშენებული სკოლამდელი დაწესებულების შენობები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიაერა, სადაც ამჟამად მწვანე საფარის დაგება მიმდინარეობს. თითოეული ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი, რომლებიც 6 ჯგუფში გადანაწილდებიან.


„ჩვენთვის ინფრასტრუქტურული პროექტები პრიორიტეტულია. ქალაქში ბაღების ნაკლებობაა, სწორედ ამიტომ ვიზრუნეთ საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, ამასთან შევქმენით დამატებითი სამუშაო ადგილები“- აღნიშნა შოთა მურღულიამ.


კეთილმოწყობილი ბაღები რამდენიმე დღეში გაიხსნება. ორი ბაღის ასაგებად 946 542 ლარი დაიხარჯა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია