დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
google კლიენტების მომსახურებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას გეგმავს
2015/11/12 12:30:42

ამერიკული კომპანია „გუგლი“ (Google) 2107 წლისთვის კლიენტების მომსახურებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას გეგმავს. „ჩვენი მიზანია – გავააქტიუროდ კომერციული პროგრამა და მუშაობა 2017 წლიდან დავიწყოთ.” – განაცხადა კომპანიის მიტანის სერვისის განვითარების ხელმძღვანელმა დევიდ ვოსმა, თუმცა არ დაუზუსტებია რა ტიპის დრონების გამოყენებას აპირებენ და რა სახის საქონელს მიაწვდიან ამ ხერხით მომხმარებელს.


იმის შესახებ, რომ „გუგლი“ მსგავს პროგრამაზე მუშაობს, 2014 წელს გახდა ცნობილი. პირველი უპილოტო საფრენი აპარატების საცდელ ფრენებს  კომპანია ავსტრალიაში ახორციელებდა. მაშინ „გუგლი“ აცხადებდა, რომ დრონებს სტიქიური უბედურებებისა და მედიკამენტების სწრაფი მიწოდებისთვის გამოიყენებენ.

ანალოგიურ პროექტს ინტენეტ–ვაჭრობის უმსხვილესი კომპანია Amazon–იც ახორციელებს – 2015 წლის 24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 13 კომპანიასა ( მათ შორის Google და  Amazon) „ნასასთან“ აწარმოებენ მოლაპარაკებას დრონების ფრენის მართვის ერთიანი სიტემის საკითხებზე. საჰაერო კურიერული მიტანის ბაზრის ყოველწლიური პოტენციალი მილიარდობით დოლარადაა შეფასებული.

მწარმოებლები და რეალიზატორები წლების მაძილზე ცდილობენ დრონების მეშვეობით მიტანის სერვისის განხორციელებას, მაგრამ ყოველთვის ადგილობრივი სამთავრობო ორგანოების წინააღმდეგობას აწყდებიან.

starship_3487784b

 

ბრიტანულმა  კომპანიამ „სტარტშიპმა“( Starship) კურიერული მომსახურების მოვალეობა რობოტებს მიანდო. მაგალითად, თვითმართვად რობოტს ხილ–ბოსტნეულის კართან მიტანა ყიდვიდან სულ რაღაც 30 წუთში შეუძლია და ეს მხოლოდ 1 ფუნტი სტერლინგი ღირს. რობოტების კონსტრუქციის განვითარებაზე კომპანია Skype –ი სხვა თანავტორებთან ერთად ზრუნავს. უჩვეულო კურიერი საგანგებოდ ქალაქის ქუჩებში გადასაადგილებლადაა შექმნილი, მას საყიდლებით სავსე 2 პარკის მოტანა შეუძლია. შეკვეთის მიტანის შემდეგ რობოტი მარკეტში დასატენად ბრუნდება და თუ საჭიროა, გასასუფთავებლადაც.

 

„თუ რობოტი რაიმე წინააღმდეგობას წააწყდება, როგორიცაა რთული ქუჩის გადაკვეთა ან მოულოდნელი სიტუაცია გზაზე, მას მარშრუტის გასაგრძელებლად გადაწყვეტილების მიღება სჭირდება, რობოტი ოფისში რეკავს და ოპერატორი შესაბამის რჩევებს აძლევს.“ – განმარტავს იანუს ფრიისი, პროექტის ერთ–ერთი თანაავტორი.

კლიენტს შესაძლებლობა აქვს მობილური ტელეფონის მეშვეობით  თვალყური ადევნოს მექანიკური კურიერის მარშრუტს. საყიდლის შეძენის შემდეგ რობოტი იბლოკება და ბლოკის მოხსნა თავად მყიდველს შეუძლია.

 

წყარო: http://premiumi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია