დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველაზე მსმელი ერების რეიტინგში საქართველო 66-ე პოზიციაზეა
2015/11/12 12:07:16

15 წელს გადაცილებულ ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 66-ე პოზიციას იკავებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიში ლუდის, ღვინის, სპირტისა და სხვა სახის ალკოჰოლური სასმელების საერთო მონაცემს შეიცავს.  WHO-ის კვლევის თანახმად, საქართველოში წელიწადში საშუალოდ ერთ მოქალაქეზე 7,7 ლიტრი სასმელი მოდის და აქედან თითქმის 50% ღვინოა, 33% - სპირტიანი სასმელი, ხოლო 17% ლუდზე მოდის.

საერთო ჩამონათვალს ლიდერობს ბელორუსი, სადაც 15 წელს გადაცილებულ ერთ სულ მოსახლეზე 17,5 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი მოდის. ყველაზე მსმელი ქვეყნების ათეული ასეთია: 

1. ბელორუსი - 17,7 ლიტრი
2. მოლდოვა - 16,8 ლიტრი 
3. ლიტვა - 15,4 ლიტრი 
4. რუსეთი - 15,1 ლიტრი
5. რუმინეთი - 14,4 ლიტრი
6. უკრაინა - 13,9 ლიტრი
7. ანდორა - 13,8 ლიტრი
8. უნგრეთი - 13,3 ლიტრი
9. ჩეხეთი - 13 ლიტრი
10. სლოვაკეთი - 13 ლიტრი

აღსანიშნავია, რომ ცალ-ცალკე კატეგორიებში (ღვინის, სპირტის, ლუდის) პროცენტული მაჩვენებლებით და არა ლიტრაჟის მიხედვით, ღვინის გრაფაში ჩვენი ქვეყანა მე-9 ადგილზეა, სპირტის გრაფაში 79-ზე, ხოლო ლუდის კატეგორიაში 157-ე ადგილზე. ღვინის მოხმარების პროცენტულ გრაფაში საქართველო ერთი საფეხურით უსწრებს მეათე ადგილზე მყოფ შვეიცარიას, თუმცა ჩამორჩება ირანს.  სპირტის მოხმარების პროცენტულ გრაფაში საქართველო 79-ე ადგილზეა და უსწრებს აშშ-ს, თუმცა ჩამორჩება კვიპროსს. ამ ჯგუფში ლიდერია ჰაიტი, შემდეგ მოდიან საუდის არაბეთი, ჩრდ. კორეა, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ლიბერია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შრი-ლანკა, სომხეთი და მეათეზე - ყატარი.

ლუდის მოხმარების პროცენტულ გრაფაში საქართველო 157-ე პოზიციას იკავებს და უსწრებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, თუმცა ერთი საფეხურით ჩამორჩება ბელორუსს. ამ კატეგორიაში ლიდერია ბუტანი. ათეულში ასევე არიან იემენი, ვიეტნამი, ნამიბია, ბრუნეი, ნაურუ, ინდონეზია, მიანმა, სოლომონის კუნძულები და გვინეა.

 

წყარო: http://www.bpn.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია