დასრულდა სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის პროფესიული გადამზადების კურსი, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2015 წლის 7 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე, ახორციელებდა.
დღეს, კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა გადასცა.
კურსის მონაწილეები სწავლებას ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯის ,,იბერია’’ ბაზაზე გადიოდნენ. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული კურსდამთავრებულები სამკერვალო დაწესებულებებში დასაქმდებიან, პროგრამა ასევე ითვალისწინებს თვითდასაქმების ხელშეწყობას.
კურსი ორგანიზებულია სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ,,იბერიას'' ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,უნარები დასაქმებისთვის –მეორე ფაზა'' ფარგლებში.